თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა – ,,ნიჭიერი კაცი წავიდა. ნამდვილად ნიჭიერი”

თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა - ,,ნიჭიერი კაცი წავიდა. ნამდვილად ნიჭიერი”გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, მწერალი და კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუქში რობერტ ნადარაიამ დაწერა:

,,ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში მწერალი, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა”.

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ფეისბუქში წერს:

,,ნიჭიერი კაცი წავიდა. ნამდვილად ნიჭიერი.
სხვა თაობას ეკუთვნოდა და ბოლო 20 წელი საერთოდ სხვაგან იდგა შეხედულებებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ – კომუნისტური ათწლეულების დროს დავიწყებული პოლემიკის ჟანრი ამ კაცის აქტიურობით გაცოცხლდა.
პოლემიკაში ობიექტურობას ვერ მოსთხოვ – გამორჩეულად სუბიექტური კი იყო.
მწარე ენა ჰქონდა, ხანდახან ზღვარს იქითაც.
მოკლედ, რაც იყო, წავიდა.
(ლანძღვით თავს ნუ შეიწუხებთ, გთხოვთ, არავისზე ნაკლები მახსოვს”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018