ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს – ფილმში იღებენ სტინგის და ჯეკ ნიკოლსონის შვილებს და ალენ დელონის შვილიშვილს

ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს - ფილმში იღებენ სტინგის და ჯეკ ნიკოლსონის შვილებს და ალენ დელონის შვილიშვილსახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმში Now is Everything ამერიკელ მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს. ამის შესახებ at.ge – ი წერს.

ფილმში ცნობილი ვარსკვლავების შთამომავლები მონაწილეობენ. ენტონი ჰოპკინსის გარდა ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ფილმში კიდევ ერთი ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის. გადაღებები აგვისტოში დასრულდება. ფილმს კინოფესტივალებზე წარმოადგენენ.

20 თებერვალს, ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” გეგა კობახიძის როლს ასრულებს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018