დავით ნარმანიამ 9 დღეში 3400 ლარი აიღო

დავით ნარმანიამ 9 დღეში 3400 ლარი აიღოდედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას ანაზღაურებამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომიისიის წევრობისას 2017 წლის 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3400 ლარი შეადგინა.

2018 წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნარმანია ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვბეთს სოფელ კოკში და 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც მიმდინარე წელს 180 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში,
ნარმანიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 3 309,19 ლარი; 32,63 ევრო; 712,38 ლარი; 275,88 დოლარი; 31,34 და 23,06 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

გარდა სემეკ-ში მიღებული ანაზღაურებისა, დავით ნარმანიას შემოსავალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობისას გასული წლის განმავლობაში 25 304 ლარი; ხოლო თბილისის მერის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში 33 011,43 ლარი შეადგინა. ამასთან, ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 9 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

მასვე,  დეკლარაციის მიხედვით, 50 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 1 206,54 დოლარი შეადგინა.

დავით ნარმანიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 3 584 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ბოშურში. მისმა ანაზღაურებამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში ლექტორობისას 2 494,56 ლარი შეადგინა. ამასთან, ნარმანიას მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 285,67 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მერობისას ნარმანიას მიერ 2017 წლის 30 ივნისს შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციას, დოკუმენტის თანახმად, ნარმანია ფლობდა 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკიში მდებარე 5 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

ამასთან, მისმა შემოსავალმა მერის პოსტზე 2016 წელს 38 160 ლარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 26 180 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნარმანიას, სხვადასხვა ანგარიშზე 11 923,46 ლარი, 3 765,20 ევრო; 3,20 ევრო; 350 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 2 500 დოლარი ჰქონდა.

2017 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნარმანიას მეუღლე ფლობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში 3 584 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე მას 2 722,50 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავალს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორობისას შემოსავლის სახით 2 722,50 ლარი მიიღო.

ბიზნესპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018