სასიკვდილოდ განწირულები – ,,მთავარი ექიმი მეუბნება, დავარღვიოთ კანონი, პაციენტები მივიღოთ, ცოდოაო, მაგრამ…”

სასიკვდილოდ განწირულები - ,,მთავარი ექიმი მეუბნება, დავარღვიოთ კანონი, პაციენტები მივიღოთ, ცოდოაო, მაგრამ...”მსახიობი მაია ტურაშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, ჟურნალ ,,სარკესთან” იმ გასაჭირზე ყვება, რაც მას და მის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს აწუხებთ:

-რადგან მეოთხე სტადიაა და გამოჯანმრთელების შანსი ნაკლებია, ალბათ ამიტომ არ გვაფინანსებენ. იმის გამო, რომ ამ წამლების შესაძენად ფინანსები ვერ მოიძიეს, ბევრი ონკოპაციენტი გარდაიცვალა. ზოგს გაუუარესდა მდგომარეობა, არადა ეს მედიკამენტები გახლავთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფთათვის განკურნების ერთადერთი იმედი…

ჯანდაცვის მინისტრი უნდა შეხვედროდა რაიონების გამგებლებს. სამინისტრო დაგვიფინანსებდა მკურნალობის 80%-ს, დარჩენილ 20%-ს კი – გამგეობები, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჩქარობენ. მათ სიცოცხლეზე ხომ არ არის საუბარი და რა ეჩქარებათ? არიან ავადმყოფები, რომლებმაც ეს წამლები ვერ შეიძინეს, ხელი ჩაიქნიეს და სიკვდილს ელოდებიან…, – ყვება მაია ტურაშვილი.

– ბევრ ონკოლოგიურ პაციენტს ვერ ვიღებთ, რადგან ფულს ვერ იხდიან. ზოგჯერ მთავარი ექიმი მეუბნება, არა უშავს, დავარღვიოთ კანონი და მივიღოთ, ცოდოაო, მაგრამ “ზემოთ” რომ გაიგონ ეს ამბავი, მერე საავადმყოფოს დააჯარიმებენ. თანაც მერე ყველა მოითხოვს უფასოდ მომსახურებას, რისი უფლებაც არ გვაქვს, – გვიყვება ონკოლოგი პაციენტების პრობლემაზე.

უფრო კონკრეტულად, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან სიმსივნით დაავადებული პაციენტები და რას პასუხობს მათ ჯანდაცვის სამინისტრო, ამის შესახებ სტატია იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.