“გვესმოდა ბავშვის ხმა, რომელიც 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა” – შოკისმომგვრელი ჩვენებები საბერძნეთიდან

“გვესმოდა ბავშვის ხმა, რომელიც 15 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადახტა” – შოკისმომგვრელი ჩვენებები საბერძნეთიდანხალხი, რომელიც საბერძნეთის ხანძარში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, შოკისმომგვრელ ჩვენებებს იძლევა. ისინი დეტალურად აღწერენ, თუ რა ხდებოდა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. მათ სიკვდილს 1 საათით გაასწრეს. დედები, თავიანთი შვილებით ხელში, ზღვისკენ გარბოდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ.

ცნობილია, რომ ბევრმა მათგანმა ახალგაზრდები, რომლებიც მანქანებით გადაადგილებას აპირებდნენ, შეაჩერა, რადგან ამ გზით საფრთხე უფრო დიდი იყო.

ყველაზე ტრაგიკული იყო ის მომენტები, როცა ისინი ხედავდნენ გარდაცვლილებს და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ისინი ჰყვებიან ბავშვის შესახებ, რომელიც 15 მეტრის სიმაღლიდან გადახტა და მძღოლების შესახებ, რომლებიც მანქანების კარს ვერ აღებდნენ, რათა გადმოსულიყვნენ.

ეს ყველაფერი იყო ტრაგედია… ტრაგედია დიდ ქაოსში.

გეორგიანს.გრ