ნატო ვაჩნაძის ცხედარი დამ საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო – კირა ანდრონიკაშვილი მამიდის უკანასკნელ დღეებზე

ნატო ვაჩნაძის ცხედარი დამ საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო - კირა ანდრონიკაშვილი მამიდის უკანასკნელ დღეებზე14 ივ­ნი­სი სა­ბე­დის­წე­რო დღეა ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის, მუნ­ჯი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის, ნატო ვაჩ­ნა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში… 114 წლის წი­ნ, 1904 წლის 14 ივ­ნისს, ვარ­შა­ვა­ში და­ი­ბა­და ნატო ვაჩ­ნა­ძე და 1953 წელს, სწო­რედ ამ დღეს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში, როცა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და.

ნატო ვაჩ­ნა­ძის ძმის­შვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი მამიდასთან უკანასკნელ შეხვედრაზე ყვება:

ნატო ვაჩნაძის ცხედარი დამ საგვარეულო ბეჭდით ამოიცნო - კირა ანდრონიკაშვილი მამიდის უკანასკნელ დღეებზე-ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა 2 ივ­ნისს შედ­გა, მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღის მე­ო­რე დღე იყო, პირ­ველ­ში ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, ორში სახ­ლში ვი­ყა­ვით ყვე­ლა, სტუმ­რე­ბი არ გვყავ­და, რო­გორც ყო­ველ­თვის ღია გვქონ­და კარი და უცებ ქვე­მო­დან რა­ღაც ხმა­უ­რი და ჩოჩ­ქო­ლი შე­მოგ­ვეს­მა: ნატო მო­დის, ნატო მო­დის, ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე, რო­დე­საც მო­დი­ო­და ჩვენ­თან – ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი გა­რეთ იყო, ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ ამო­ვი­დო­და ფე­ხით მე­ო­თხე სარ­თულ­ზე, რო­გორ გა­ჩერ­დე­ბო­და ყვე­ლა მათ­გან­თან, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და მო­ი­კი­თხავ­და, ზოგ მათ­განს შე­იძ­ლე­ბა არც იც­ნობ­და, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის და­ტო­ვებ­და.

გა­და­ვი­ხე­დე ფან­ჯრი­დან და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბო­და ნატო ჩვენ სახ­ლს ია­სამ­ნე­ბის დიდი თა­ი­გუ­ლით… მახ­სოვს ფე­ხის ხმა, რო­გორ ამო­ვი­და, შე­მო­ვი­და და გვი­თხრა, სულ მე მოვ­დი­ვარ თქვენ­თან, ამის მერე თქვენ ია­რეთ ჩემ­თა­ნო, გაგ­ვი­ღი­მა, მა­მას მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, ჩაი და­ლი­ეს, ისა­უბ­რეს…

შემ­დეგ თქვა, დაღ­ლი­ლი ვარ ძა­ლი­ან, წა­მოვ­წვე­ბი ცოტა ხნი­თო, შე­ვი­და სა­ძი­ნე­ბელ­ში და წა­მოწ­ვა. ამ დროს დე­დამ და­მი­ძა­ხა და მი­თხრა: და­ი­მახ­სოვ­რე შენი მა­მი­დაო, შე­ვე­დი ოთახ­ში და იწვა, ჩას­ძი­ნე­ბო­და, ღა­მის ნა­თუ­რა ენთო ოთახ­ში და ნა­ტოს მთე­ლი სი­ლა­მა­ზე, პრო­ფი­ლი, თმე­ბი, წამ­წა­მე­ბი კე­დელ­ზე ირეკ­ლე­ბო­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად!

ეს მო­მენ­ტი მახ­სოვს – რო­გორ ვი­დე­ქი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მძი­ნა­რე მა­მი­დას. შემ­დეგ ჩუ­მად გა­მო­ვე­დი ოთა­ხი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ეძი­ნა, სა­ნამ ჩვენ­გან წა­ვი­დო­და, გვი­თხრა, მე მოს­კოვ­ში უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ 14-ში აქ ვარო.

– და თქვენც ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით ელო­დე­ბო­დით მის ჩა­მოს­ვლას…

– დიახ, 14 რო­გორც კი გა­თენ­და დი­ლი­დან ვე­ლო­დე­ბო­დი, ჩემს მე­ო­რე მა­მი­დას­თან (ვის სა­ხელ­საც ვა­ტა­რებ), კი­რას­თან და­რე­კა, მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თი მაქვს აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ აე­რო­პორ­ტშიც გა­მო­ვივ­ლი, იქ­ნებ ვი­შო­ვო ბი­ლე­თიო.

ელ­დარ­მა გა­ა­ცი­ლა, მი­ვი­და აე­რო­პორ­ტში, მაგ­რამ ბი­ლე­თე­ბი აღარ იყო, უკვე გა­მობ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და, როცა შეხ­ვდა კაცი, რო­მელ­მაც უთხრა, მე და­გით­მობთ ჩემს ბი­ლეთს, უკან რო­გორ გა­გაბ­რუ­ნებ­თო და მის­ცა ბი­ლე­თი. სა­ში­ნე­ლი ჭექა-ქუ­ხი­ლი იყო იმ დღეს, მახ­სოვს დი­ლი­დან ფან­ჯრის რა­ფა­ზე ვი­ჯე­ქი, სა­ო­ცა­რი ცა იყო, შავი და წი­თე­ლი, ცე­ცხლის­ფე­რი ხა­ზე­ბი ჰქონ­და.

ვი­ყუ­რე­ბო­დი ფან­ჯრი­დან და მე­ში­ნო­და, ვი­ცო­დი, რომ ნატო მოფ­რი­ნავ­და. თვითმფრი­ნა­ვი სო­ხუმ­მა არ მი­ი­ღო, სა­ში­ნე­ლი ამინ­დის გამო. სა­მეგ­რე­ლო­ში, ნა­ტოს მე­უღ­ლის, უდი­დე­სი რე­ჟი­სო­რის ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას სოფ­ლის მახ­ლობ­ლად გა­ნი­ცა­და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა… ჩემი მა­მი­და კირა, რო­მელ­მაც გა­და­სახ­ლე­ბა, უამ­რა­ვი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნა, თა­ვი­სი დის ამო­საც­ნო­ბად წა­ვი­და. პა­ტა­რა საგ­ვა­რე­უ­ლო ბეჭ­დით იცნო ხე­ლის ნა­წი­ლი და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი.

ძა­ლი­ან მძი­მე დღეა ჩემ­თვის 14 ივ­ნი­სი, ბავ­შვზე ხომ გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ფე­რი, ასე ჩამ­რჩა გულ­ში, ის რომ დამ­პირ­და მა­მი­და, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლის­ში იქ­ნე­ბო­და და ვე­ღარ დაბ­რუნ­და.

დი­დუ­ბე­ში, დაკ­რძალ­ვა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, მე სი­ცხე მქონ­და სტრე­სის­გან. მხო­ლოდ რო­დე­საც ას­ვე­ნებ­დნენ, მა­შინ მი­მიყ­ვა­ნეს პან­თე­ონ­ში ცოტა ხნით. დე­დამ მო­მიყ­ვა, რომ დაკ­რძალ­ვი­სას იქ მი­ვი­და კაცი, რო­მელ­მაც ნა­ტოს და­უთ­მო ბი­ლე­თი, და­ი­ჩო­ქა და უთხრა: შენ მე სიკ­ვდი­ლი სი­ცო­ცხლე­ში გა­და­მიც­ვა­ლეო.

ნა­ტოს­თან ერ­თად ამ თვითმფრი­ნავ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ახალ­გაზ­რდე­ბი, იქ იყო წყვი­ლიც, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ კა­ტას­ტრო­ფას შე­ე­წი­რა. ყო­ველ 14 ივ­ნისს ვუხ­დი პა­რაკ­ლისს და ამის შემ­დეგ მივ­დი­ვარ პან­თე­ონ­ში, ფიქ­რებ­ში სულ ჩემ­თან არის, მის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბებს კი ყო­ველ­თვის გუ­ლით ვა­ტა­რებ.

ამბები.ჯი (ფოტოებზე: ნატო ვაჩნაძე, კირა ანდრონიკაშვილი)