მამაკაცმა 1.2 მილიონ დოლარად შეფასებული საკვები მოიპარა

მამაკაცმა 1.2 მილიონ დოლარად შეფასებული საკვები მოიპარააშშ-ში, ტეხასის შტატში 53 წლის გილბერტო ესკამილას სასამართლომ 1.2 მილიონ დოლარად  შეფასებული საკვების მოპარვისთვის 50  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გაირკვა, კაცმა საჯარო მოხელის სტატუსით ისარგებლა. უფრო ზუსტად, ის არასრუწლოვანთა წინასწარი დაკავების იზოლატორში მუშაობდა და მას კანონი უფლებას აძლევდა, დაკავებულთათვის სახელმწიფოს ხარჯზე შეეკვეთა კერძები.

ის ბოლო 9 წლის განმავლობაში არასრულწოლოვანთათვის „უკვეთავდა“ ფახიტას – მექსიკურ კერძს, რომელიც საქონლის, ქათმისა და ღორის ხორცისგან მზადდება. შეკვეთილ საკვებს კი ყიდდა და ამით შემოსავალს იღებდა.

როგორც გაირკვა, ის ერთსა და იმავე კვების ობიექტს უკვეთავდა ამ კერძს, რამაც თავად ამ კვების ობიექტის ადმინისტრაციას გაუჩინა ეჭვი, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდათ. მათ ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს და კაცი დააკავეს.

კვირა