ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.
4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.
რუსთავი 2