140-ზე მეტ ბავშვს გული ამოუღეს – გაუგონარი მსხვერპლშეწირვა კაცობრიობის ისტორიაში

140-ზე მეტ ბავშვს გული ამოუღეს - გაუგონარი მსხვერპლშეწირვა კაცობრიობის ისტორიაშიმეცნიერებმა პერუში ბნელ საიდუმლოს მიაგნეს. ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხი იპოვეს.

CNN-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. იქვე ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.

მსხვერპლშეწირვა, დაახლოებით 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს.

ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირეს ახალი დაბადებული ლამებიც. მკვლევრები ამბობენ, რომ თითოეულს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ გული ამოუღეს.

National Geographic-ის ინფორმაციით, ბავშვები ზღვის ნაპირას დაკრძალეს, სახით დასავლეთისკენ, ლამები კი – სახით აღმოსავლეთით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებიც და ცხოველებიც ერთსა და იმავე დროს დახოცეს.

დაინტერესდით.ჯი