რუსკა მჭედლიძე: ,,საკუთარი საპნებით და ,,მაჩალკებით” ჩამოვიდნენ საქართველოში დღეს სტუმრები?”

რუსკა მჭედლიძე: ,,საკუთარი საპნებით და ,,მაჩალკებით" ჩამოვიდნენ საქართველოში დღეს სტუმრები?",,საკუთარი საპნებით და ,,მაჩალკებით” ჩამოვიდნენ საქართველოში დღეს სტუმრები? ვინმე რომ ჩამოდის სულ ეს კითხვა მებადება” – წერს ,,თავისუფალი ზონის” წევრი რუსკა მჭედლიძე.

,,2014 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას, სასამრთლო პროცესზე ,,თავისუფალმა ზონამ” მოავაწყვეთ სიმბოლური აქცია – სასამართლოში  ჩაავაბარეთ ,,მაჩალკები” და საპონი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ პრეზდიენტ იუშენკოს ვიზიტის დროს შეისყიდა ეს ნივთები და სწორედ ამ ნივთების შეძენასთან დაკავშირებით აღძრეს საქმე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიმართ.

ჩვენ ასევე  სასამართლოს ჩავაბარეთ მედიკამენტი Prostamol Uno, რომლის ხარჯებიც შეტანილია პრეზიდნეტის წინააღმდეგ ბრალდებაში.

ცნობისთვის, საუბარია 591 ლარზე.

ბრალდების დოკუმენტების ჩამონათვალი: „მომსახურება გაეწია 7 ადამიანს და მასში შედიოდა: თაფლის მასაჟი, სამი ჩაი და ჩაი მურაბით, 6-6 ცალი მინერალური და სასმელი წყალი, 7 ცალი საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი საბანაო ფეხსამოსი”, – წერს ,,თავისუფალი ზონა”.