ზაზა სარალიძე: ,,რადგან უბრალო ადამიანი ვარ, ამიტომ გამწირეს! გთხოვთ, დამიდექით გვერდით”

ზაზა სარალიძე: ,,რადგან უბრალო ადამიანი ვარ, ამიტომ გამწირეს! გთხოვთ, დამიდექით გვერდით"თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების ჩხუბის დროს მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე  საზოგადოებას მიმართავს, რომ სამარტლიანობისთვის ბრძოლაში გვერდით დაუდგნენ.

,,რადგან უბრალო ადამიანი ვარ და არა ელიტის წევრი, ამიტომ გამწირეს უსამართლობისთვის!
გთხოვთ, ჩემსავით უბრალო ადამიანებს, დამიდექით გვერდით კვირას, საღამოს 7 საათზე. პარლამენტის წინ.
აღვადგინოთ სამართლიანობა!”. – წერს ზაზა სარალიძე.