ემიგრანტმა თავი შვილის გამო მოიკლა – ,,თვითმკვლელობამდე 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა”

ემიგრანტმა თავი შვილის გამო მოიკლა - ,,თვითმკვლელობამდე 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა”ემიგრანტმა თავი შვილის გამო მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

20 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60.000 ევრო მოიპარა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა. თუმცა იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.

პრაიმტაიმი