დაიღუპა 2 და 17 დაშავდა – ფოკას მონასტრიდან მომავლები ავარიაში მოყვნენ

დაიღუპა 2 და 17 დაშავდა - ფოკას მონასტრიდან მომავლები ავარიაში მოყვნენავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა,  მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.

4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2