გიო ხუციშვილს ვარსკვლავს უხსნიან – ,,მომიტევოს ჩემმა თბილისმა” – ვიდეო

გიო ხუციშვილს ვარსკვლავს უხსნიან - ,,მომიტევოს ჩემმა თბილისმა" - ვიდეო29 მაისს ფილარმონიის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ მომღერალმა ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რექციაში” ისაუბრა და თქვა, რომ ეს ვარსკვალვი ეძღვნება მის თაობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ომებს შეეწირა ან იმ რთულ პერიოდში საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლეს. გიო ხუციშვილი ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის, ის მძიმე სენს ებრძვის. როგორც გადაცემაში განაცხადა, 29 მაისს რამდენიმე სიმღერას თავადაც შეასრულებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიო ხუციშვილის შვილები, მეგობრები და კოლეგები: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი ,,ფორტე” და სხვები.

გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორი კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი გახლავთ.

კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც გიო ხუციშვილზე ასევე ფილმი გადაიღო. ფილმი მისი ცხოვრების გზას ასახავს დასაწყიდან დღემდე, სადაც თავად გიოა მთხრობელი. ფილმი ფილარმონიის დარბაზში ეკრანზე იქნება ნაჩვენები.