თბილისში, თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გოგონა გადმოვარდა. ის მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.