,,შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანია” – ვატო გელაშვილი

,,შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანია" - ვატო გელაშვილიცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილიფტოებზე, სადაც ფერადკანიანი მამაკაცისა და ქართველი ქალის ქორწილია ასახული. ისინი ტაძარში ჯვარს იწერენ. როგორც აღმოჩნდა, ნეფე დიდი ხანია მართლმადიდებელი ქრისტიანია, უფრო მეტიც, ის საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლული და სტიქაროსანია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვატო გელაშვილი წერს, რომელიც ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფცია”-ს დამფუძნებელია.

„ის შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა. ახლა მაინტერესებს, ის ენატარტალა გარყვნილები სად არიან. ქართველობას რომ იცავენ და გადავშენდითო, რომ წინაწარმეტყველებდნენ. მე რომ მომენათლა, რას მიზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?

ჰეეე, გიცდით ახლა, როდის ამოიღებთ ხმას და როდის გალანძღავთ პატრიარქს და იმ მამაოებს, ვინც ჯვარი დაწერეს”.