ნანიკო ხაზარაძემ ლელა წურწუმიას დასცინა – ვიდეო

ნანიკო ხაზარაძემ ლელა წურწუმიას  დასცინა - ვიდეოგუშინ ნამდვილი სატელევიზიო ომი დაიწყო. “რუსთავი 2”-ზე “მხოლოდ ქართულის” ლაივ-კონცერტები და “იმედზე” “იქს ფაქტორი” ეთერში ერთი და იმავე დროს გავა.

“მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრები მარინა ბერიძის, გიორგი უშიკიშვილის და სოფია ნიჟარაძის გარდა, გიორგი გაბუნია და ლელა წურწუმია არიან.

ლელა წურწუმიას მეუღლემ, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნანიკო ხაზარაძე ლელა წურწუმიაზე ხუმრობს და მას “იქს ფაქტორის” ერთ-ერთი  მონაწილე ჯგუფის, “კილერ მენსონის” წევრებს ამსგავსებს.

“Всех к стенке, расстрелять” – წერს მამულიჩა. ვიდეოს გამოხმაურებებიც მოჰყვა და ნანიკო ხაზარაძეს იუმორი დაუწუნეს.

“თავს იშტერებს თუ მართლა ეგეთი შტერია, მანდ რატომ ზის?’, “რა ეშველებათ ამათ ყველას”, “მიმბაძველობა კლავს”, “სტეფანეს რეაქცია” – წერენ კომენტარებში.

ნანიკო ხაზარაძემ ლელა წურწუმიას  დასცინა - ვიდეოშეგახსენებთ, გასულ სეზონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა წურწუმიას და სტეფანეს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის მზიეზი “იქს ფაქტორის” კონკურსანტი სოფო საჟინიანი გახდა, რომელიც ლელას გუნდის წევრი იყო. მაშინ სტეფანემ და მამულიჩამ ეს ჭორი უარყვეს, თუმცა ფაქტია, რომ ისინი საერთო გარემოცვაში მას შემდეგ არავის უნახავს.

“რეიტინგისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ “იქს ფაქტორის” ჟიურიში ლელა წურწუმია მოიაზრებოდა, თუმცა მან “იმედს” “რუსთავი 2” არჩია და ვინ იცის, ეს ხუმრობაც შეგნებულად იქნა მოფიქრებული.

რეიტინგი

Всех к стенке,расстрелять👆👆👆

Gepostet von Kakhi Mamulashvili am Montag, 23. April 2018