მიხეილ სააკაშვილი: ,,ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე”

მიხეილ სააკაშვილი: ,,ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე"სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში სომხეთში ჩასვლას გეგმავს. გავრცელებულ ხმებს თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ფეისბუქით.

„ივანიშვილის სააგენტო ისტერიულად ავრცელებს, რომ მე სომხეთში ვაპირებ ჩასვლას. გული უსკდება ოლიგარქს და ასეთი გზით ცდილობს ჩემი გადაადგილების მარშრუტის გაგებას.

და ისე, თბილისში ერევნის გავლით ჩასვლა რა საჭიროა? სანამ დროა სტაფილოს წვენი სვი, ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“, – წერს სააკაშვილი.