ვლადიმირ მიროვი: ,,აფხაზეთი და ოსეთი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს”

ვლადიმირ მიროვი: ,,აფხაზეთი და ოსეთი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს"“ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება” – ამ განცხადებას რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი “დემოკრატიული არჩევანის” დამფუძნებელი ვლადიმირ მილოვი გადაცემა ,,პანორამაში” ავრცელებს.

მილოვის თქმით, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს უღიარებია.

“მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად.

მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. რუსულ ოპოზიციაში დომინირებს შემდეგი მოსაზრება – ჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს, ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითიდღე მზარდი პრობლემები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საშინაო საქმეები მოვაწესრიგოთ.  მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას გარკვეულწილად ალექსეი ნავალნიც იზიარებს”, – განაცხადა მილოვმა.

მეტრონორმი.ჯი