ავარიაში 13 წლის გოგონა დაიღუპა, მანქანას მისი ძმა მართავდა – შემზარავი ტრაგედია ოზურგეთში

ავარიაში 13 წლის გოგონა დაიღუპა, მანქანას მისი ძმა მართავდა - შემზარავი ტრაგედია ოზურგეთშიშემზარავი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ოჯახი ბაილეთიდან სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდა.

ავტოავარიის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

საჭესთან უფროსი შვილი ე. ჩ. იჯდა.

თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე “ოპელის” მარკის ავტომანქანამ მაშინ გაიარა, როცა გზაზე ქალი გადადიოდა, მას ეტლში ბავშვი ჰყავდა.

მძღოლმა ფეხით მოსიარულეებს მანქანა ააცილა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან სამ მეტრში გადავარდა.

ნიუპოსტი