მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” – ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა – ფოტოები

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოებიმოდელი და ტელეწამყვანი, მანიკა ასათიანი, ერთი წლის წინ ქმართან, კალათბურთელ ბექა წივწივაძესთან და შვილთან ერთად ახალ სახლში გადავიდა – თბილისის ცენტრში, ვაკის პარკთან ახლოს, მშვიდ რაზმაძის ქუჩაზე. მისი სახლიდან ქალაქის ლამაზი ხედი მოჩანს.

სწორედ ეს ნიუანსები მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ შეაჩერა არჩევანი ხუთი წლის წინ ამ ადგილზე. სარემონტო სამუშაოები ისე გაიწელა, რომ ოჯახმა მხოლოდ შარშან, ახალ წელს შეძლო ახალ ბინაში გადასვლა.

დიასახლისმა თავისი მშვიდი ბუდე “სარკეს” დიდი სიამოვნებით დაათვალიერებინა.

-მანიკა, ადრე, საკმაოდ დიდხანს, სხვაგან ცხოვრობდით. როდის გადმოხვედით ამ სახლში?

– ადრე ბექას მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. გიო რომ პატარა გვყავდა, ცალკეც ვიყავით. ამ სახლში შარშან, ახალ წელს გადმოვედით. ეს ბინა ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდეთ, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. როგორც ყოველთვის, გაიწელა მშენებლობის პროცესი, მერე სანამ გავარემონტეთ და…

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები– ცოლ-ქმარმა ერთობლივი გემოვნებით მოაწყეთ?

– ძირითადად ყველაფერი თვითონ გავაკეთე, ყველა დეტალზე მე ვიფიქრე, დიზაინერი არ ამიყვანია. სახლის ყიდვისას ყველა ნიუანსი გავითვალისწინეთ. ქალაქის ცენტრში გვინდოდა სახლი, მაგრამ ხმაურიან ადგილზე – არა. ასევე გვსურდა, ბავშვისთვის სასეირნოდ ბაღი ახლოს ყოფილიყო. ჩვენი სახლიდან კი ვაკის პარკი 10 წუთის სავალზეა. და რაც მთავარია, ჩვენი სახლიდან ძალიან ლამაზი ხედი ჩანს.

-რამდენი კვადრატულია მეტრია?

– 130 კვადრატული მეტრი. 3 საძინებელი ჰქონდა, მაგრამ მესამის ხარჯზე ორი საძინებელი ოთახი გამოვიყვანე. ჩემს საძინებელში გავაკეთე სველი წერტილი და გარდერობის ოთახი.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები— კედლები ნათელ ფერებშია, ასევე იატაკიც. ასეთი შეფერილობა რა პრინციპით აირჩიეთ?

– სიჭრელე არ მინდოდა, ამიტომ ძალიან ნათელ ფერში გავაკეთე ყველაფერი. ავეჯიც ძალიან სადა შევარჩიე. ბავშვის ოთახში და ჩვენს საძინებელშიც კარადები თეთრია, ფარდებიც – შესაფერისი. საძინებელში ნაცრისფერი დავამატე სიმყუდროვისთვის.

-რას შეჰმატებდით ამ სახლს?

– ბევრ რაღაცას. ავეჯით გადატვირთული სახლები არ მომწონს, მაგრამ ამ სახლს აქსესუარები აკლია, მაგალითად, თაროები, სურათები. ბინას ორი ვერანდა აქვს, მაგრამ მოსაწყობია და ამას ზაფხულში ვაპირებთ.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები-რა ხდება თქვენს გარდერობში – წესრიგია თუ მუდმივი ქაოსი?

– ხან როგორ და ხან როგორ. თუ ძალიან მეჩქარება, წესრიგს ვერ ვიცავ. თუ დრო მაქვს, ყველაფერს თავის ადგილას ვაწყობ. მაინც ვიტყოდი, რომ ჩემს გარდერობში ქაოსია.

– გარდერობის ოთახი თქვენთვის და ბექასთვის საერთოა?

– კი, თუმცა ცალ-ცალკე სივრცე გვაქვს. რაოდენობით, რა თქმა უნდა, ჩემი ტანსაცმელი ჭარბობს.

– როცა შვილის ოთახს აწყობდით, ჰკითხეთ მას აზრი?

– რა თქმა უნდა, ვკითხეთ. დიდი ბიჭია, 5 წლის გახლავთ. მისი ოთახიც ნათელ ფერებშია. ახლახან გავუკეთე საწერი მაგიდა. მას ვკითხე, როგორი უნდოდა და სად უნდა დაგვედგა. სათამაშოების განლაგებაშიც არ ვერევი. როგორც უნდა, ისე დაალაგოს. მისი ოთახი არეულია ხოლმე. თამაშის შემდეგ დალაგება არ უყვარს.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები– საწერ მაგიდაზე ძირითადად ხატავს თუ უკვე ისწავლა წერა-კითხვა?

– არამარტო ხატავს, ძალიან ინტერესიანი ბავშვია. უყვარს მათემატიკა, მაგალითების ამოხსნა. მე ვუწერ მიმატება-გამოკლებას და ის პასუხებს უწერს. ეს უფრო მოსწონს, ვიდრე ქართული. მაგიდაზე ასევე ალაგებს ლეგოს, რომელიც გიოს საყვარელი სათამაშოა.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები– სამზარეულო მისაღებისგან მინის კედლით გაქვთ გამოყოფილი, არადა დიდი უმრავლესობა სტუდიოს ტიპის ბინას აკეთებს.

– მე არ მინდოდა სტუდიო, ამიტომაც განვაცალკევე მისაღები და სამზარეულო. სამზარეულოც ნათელ ფერებშია, ავეჯი თეთრი შევიძინე.

-რემონტში, ავეჯის შერჩევაში ქმარი არ ერეოდა?

– როგორ არა, ყველაფერს ვუთანხმებდი, თუმცა ბექა ისეთი დატვირთული იყო, საერთოდ არ ეცალა რაღაცებზე სარბენად. მე ვნახულობდი და მერე ვუთანხმებდი, რა როგორ აჯობებდა.

ბექა ძალიან მეოჯახეა, სულ უნდა, რომ რაღაც შეცვალოს, გადააკეთოს. ამას წინათ მითხრა, ფარდები შევცვალოთო.

– მოსწონს ცვლილებები?

– დიახ. საბოლოო შედეგი შეიძლება მეც მომეწონოს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მე მეზარება. ბექას უნდა, რომ ყველაფერი სრულყოფილად გავაკეთოთ.

– ცნობილია, რომ კარგი კულინარი ხართ. სამზარეულო თქვენი საყვარელი ადგილია?

– მადლობა კომპლიმენტისთვის. სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს. გოგოები რომ მოდიან, სამზარეულოში ვსხდებით. სხვასთანაც რომ მივდივარ სტუმრად, მირჩევნია, სამზარეულოში ვიჯდე, ვიდრე მისაღებ ოთახში. სამზარეულო ყველანაირი ტექნიკითაა უზრუნველყოფილი. მოკლედ, ჩემი საყვარელი ადგილია.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები– რა გაითვალისწინეთ მისაღები ოთახის მოწყობისას?

– როგორც გითხარით, არ მიყვარს გადატვირთვა. მისაღებში დგას ტელევიზორი, კუთხის რბილი ავეჯი, სკამები და მაგიდა. ავეჯი საქართველოში დავამზადებინეთ.

— ყველაზე მეტად რომელი ნივთი გიყვართ ამ სახლში?

– სახლში ასეთი რაღაცები არ მაქვს. ამ ბინაში რომ შემოვედით, ყველაფერი ახალი ვიყიდეთ. ბებიამ და დედამ კი გამომატანეს ჭურჭელი, მაგრამ არ ვიყენებ.

გიომ უკვე მოახერხა კედლებზე შპალერის ახევა. რა ვქნა, ვერ ვაკონტროლებ. ვუშლი, მაგრამ ჩუმად მაინც ახერხებს, კედლები დააზიანოს. რას ვიზამთ, სახლში ბავშვია და ეს შესამჩნევია.

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” - ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა - ფოტოები– ზოგადად თქვენთვის რას ნიშნავს სახლი?

– ყველაფერს. სახლში რომ ბრუნდები, ისეთი გარემო უნდა გქონდეს, შემოსვლა გიხაროდეს. სახლში მთავარი სიმყუდროვე და აურაა. მე აურას მძაფრად ვგრძნობ. სახლი რაც უნდა მაგრად იყოს მოწყობილი, თუ აურა არ მომეწონა, ვერ ვჩერდები.

ჩემს სახლში თბილი და ნათელი აურაა. ვერ ვიტან გადატვირთულ, მძიმე აურის მქონე სახლებს, ეს მოქმედებს ხასიათსა და განწყობაზე.

— ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სახლი პატრონს ჰგავს?

– ჩემი სახლი მგავს სისადავით, ყველანაირი ზედმეტი აქსესუარისა და “მაკიაჟის” გარეშეა. მინიმალისტურად ვიკეთებ აქსესუარებს და მაკიაჟს, ვარცხნილობაშიც, ჩაცმაშიც სისადავე მიყვარს, ჩემი სახლიც ასეთია.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”