ლევან კობიაშვილი: ,,მამაკაცები აქტიურად უნდა ჩავერთოთ შვილების აღზრდაში”

ლევან კობიაშვილი: ,,მამაკაცები აქტიურად უნდა ჩავერთოთ შვილების აღზრდაში"პარლამენტის დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან” ლევან კობიაშვილი ჩაერთო კამპანიაში ,,კაცები ზრუნავენ”. კობიაშვილი წერს:

,,საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ზუგდიდსა და თელავში შეხვდებით ბანერებს, სადაც მე და ჩემი შვილი, სალომე კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ერთად ვუჭერთ მხარს მამაკაცების ჩართულობას ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცები აქტიურად ჩავერთოთ შვილების აღზრდაში, რათა ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018