ანუკი არეშიძე: ,,გოგოებო, შემარგეთ, გთხოვთ”

ანუკი არეშიძე: ,,გოგოებო, შემარგეთ, გთხოვთ”თბილისის მერის, კახი კალაძის დიზაინერი მეუღლე, ანუკი არეშიძე, ბუნებრივია, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. გარეგნობასა თუ ჩაცმულობაში მისი არც ერთი დეტალი ეპარებათ და ხშირად სოციალური ქსელითაც წერენ, ხან აქებენ, ხან შენიშვნებს აძლევენ.

ამჯერად ახალი ვარცხნილობა დაუწუნეს, რაზეც ანუკი არეშიძემ მათ ინსტაგრამით უპასუხა.

“გოგოებო! ძალიან ბევრი წერილი მომდის პირადში ჩემს ახალ იმიჯთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ჩემი ახალი თმები და გთხოვთ, ტყუილად ნუ მწერთ, რომ შევცდი, რომ ტყუილად შევიჭერი და ა.შ.
გიყვარდეთ თქვენი თავები და როგორც იგრძნობთ თავს ბედნიერად, ისე იყავით. ჩემზე კი ნუ დარდობთ, მალე გაიზრდება და სანამ გაიზრდება, იქამდე შემარგეთ, გთხოვთ”, – წერს ანუკი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018