ქართველი ბუკინისტი: ,,10 მილიარდი რომ მომცა, წიგნებთან მაინც ვიმუშავებ”

ქართველი ბუკინისტი: ,,10 მილიარდი რომ მომცა, წიგნებთან მაინც ვიმუშავებ"მე ვარ ვალერიან ცირდავა, 51 წლის. ოზურგეთის სოფელ შრომაში დავიბადე.

22-ე წელია, რაც ბუკინისტი ვარ. უმაღლესში არ მისწავლია. მანდარინის და თხილის ბაღებში ვმუშაობდი. ჩაიც გვქონდა. ადრე შემოსავლიანი იყო სოფელი. იქ ახლაც ჩავდივარ ხოლმე.

წიგნები ბუკინისტობამდეც მიყვარდა. ამიტომაც, დავიწყე ეს საქმე. სახლში დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, გიგანტი. მე გაზრდილი ვარ ეგნატე ნინოშვილზე, დავით კლდიაშვილზე, ყაზბეგზე…

ჩემთვის ძალიან ხშირად უჩუქებიათ წიგნი. მეც მიყვარს წიგნის გაჩუქება. მაგრამ გააჩნია ვისთან მიდიხარ. ზოგს, რომ აჩუქო შეიძლება ეწყინოს.

მკითხველებმა, ვინც ჩემთან მოდიან, ძირითადად იციან რაც უნდათ.

უფრო ის იყიდება, რასაც ახალგაზრდები კითხულობენ. უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში დაახლოებით, 15 წელი იქნება რაც ვმუშაობ. მანამდე სამგორში ვიყავი, თითქმის ყველა ადგილზე მიმუშავია, თავისუფლებაზეც.

მიჩვევა იცის. 1 წიგნს, რომ იყიდის მკითხველი, მერე კითხულობს და კითხულობს. ზოგი არის ისეთი მყიდველი, რომ მხოლოდ შინდისფერი წიგნები უნდა. თუ გინდა იმას ლენინის ტომები მიუტანე, ის არ არის მკითხველი. მაგრამ მსგავსი 1000-ში ერთია.

რამდენიმე წელია რაც ჩემი შვილიც მეხმარება წიგნების გაყიდვაში. ჩემთვის სხვა საქმე ვერც წარმომიდგენია.

მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც 40 წელია, რაც ბუკინისტად მუშაობს. ბუკინისტობაზე, ალბათ, ადრეც მიფიქრია. ამიტომაც დავიწყე წიგნებთან მუშაობა. არ შემიძლია უკვე წიგნის გარეშე. ახლა კითხვისთვის ვეღარ ვიცლი. ფიზიკურად დრო აღარაა. ისე ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.

22 წელიწადში იმდენ წიგნს გაუვლია ჩემს ხელში, დაახლოებითაც ვერ ვფიქრობ რამდენი იქნებოდა. ახლა 10 მილიარდი რომ მომცა, წიგნებთან მაინც ვიმუშავებ, წიგნს აქვს დიდი ძალა და დიდი მიზიდულობა.

ბუ.კომ.ჯე