კემეროვოში ხანძარს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა – არსენ თოკენაძემ 30 ცხოველი გადაარჩინა

კემეროვოში ხანძარს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა - არსენ თოკენაძემ 30 ცხოველი გადაარჩინასოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში კემეროვოს ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა _  არსენ თოკენაძე.

როგორც ამბობენ, ის მუშაობდა ეგზოტიკური ცხოველების ზოოპარკში, რომელიც სავაჭრო ცენტრში იყო გახსნილი. არსენმა 30 ცხოველი გადაარჩინა სიკვდილს, თვითონ კი კვამლით გაიგუდა.

არსენის ცხედარი ვოლიერთან იპოვეს, ის თავისი სხეულით ცეცხლისგან ენოტის დაცვას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ კემეროვოში მომხდარ ხანძარს ქართული წარმომავლობის მასაწავლებელი, ტატიანა დარსალიაც შეეწირა. ის ბავშვების გადარჩენას ცდილობდა. ტატიანა 37 წლის იყო.