ნოე სულაბერიძეს დედა, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი, გარდაეცვალა – “უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!”

ნოე სულაბერიძეს დედა, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი, გარდაეცვალა - "უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!"“დღეს დავკარგეთ უძვირფასესი ქალბატონი, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი…
ჩემო ნოე, იშვიათად მინახავს ასეთი დედა-შვილობა, შენი მწუხარების მოზიარე ვარ, მეგობარო”… – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მომღერალი ანრი ჯოხაძე.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ანრი ჯოხაძის პოსტს შემდეგ კომენტარს უწერს: “როგორ დამწყდა გული… მაინც იმედი მქონდა ბოლომდე. ვიზიარებ ნოეს ტკივილს. სულ სხვანაირი გავიცანი იმ დღეებში. საოცარი შვილი ყოფილა”…

ყველას კარგად ახსოვს ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა 3 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში, რომელმაც ბევრი შეძრა:
– ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით, გვინდოდა გამორჩეული დღე მოგვეწყო ჩვენი დედებისთვის, ამ შემთხვევაში მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა, რადგანაც დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება… დღეს დედაჩემზე მოგიყვებით: მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მუწია საკუთარ მხრებზე.
ლილი კომოზიტორია შავერზაშვილების ცნობილი დინასტიიდან, ახალგაზრდა ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო გამოჩენილი კომპოზიტორების – დავით თორაძის და იონა ტუსკიას მოწაფე. მისი ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. არა იმიტომ, რომ დედაჩემია, ის უბრალოდ ძალიან მზრუნველი და კეთლია, ნიჭიერი და განათლებული… ზევით ტყუილად არ მიხსენებია ჩემი დედისერთობა, საკუთარი დედისერთობა.

ეს ნამდვილად სინდრომია ამ სიტყვის ყველაზე კეთილი და პოზიტიური გაგებით. ჩემმა დაბადებამ ლილის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და პირველივე დღიდან ჩემზე გახდა ორიენტირებული. ამ გადმოსახედიდან, ლილი, მინდა, შენ მე დიდი მადლობა გითხრა, იმისთვის, რაც მე ცხოვრებაში მომეცი. თუნდაც მაიძულე, რომ გამეკეთებინა და მესწავლა. ყველაფერი იმაზე მეტად გამომადგა, ვიდრე როდესმე ამას წარმოვიდგენდი. ბოდიშს გიხდი იმისთვის, რომ მამაკაცისთვის დამახასიათებელი სიხისტე ხელს მიშლიდა, ის სითბო გამომეხატა, რომელსაც შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმსახურებდი. უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ!”

მშობლები