თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ბოკუჩავას სჯიდა მიშა და ბოლო ხმაზე კიოდა, ეგ ქათამი ამოაგდეთ სიიდანო”

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას საპარლამენტო სიაში ჩასმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ბოკუჩავას სიაში ჩასმას რაც შეეხება:

1. ბოკუჩავას სჯიდა მიშა და ბოლო ხმაზე კიოდა, ეგ ქათამი ამოაგდეთ სიიდანო.

2. სჯიდა იმიტომ რომ გიორგი ვაშაძის და სერგო რატიანის არჩევნების დროს, თიკამ მხარი სერგოს დაუჭირა და არა ვაშაძეს – ვისაც მიშა ლობირებდა ადეიშვილის ხელით.

3. გიგას საერთოდ არ ჰქონია თავში აზრად თიკას სიაში ჩასმაზე ბრძოლა – მაგრამ რადგან მიშა სჯიდა მის წინააღმდეგ წასვლის გამო, ამიტომ დაუჭირა მხარი.

4. გიგა მიიჩნევდა, რომ ლიდერის წინააღმდეგ წასვლის გამო პარტიის წევრები არ უნდა ისჯებოდნენ და რომ ეს პარტიის მორალს დაანგრევს.

5. მე და გვარამია მაგრად დავცინოდით გიგას – სამარხვო კაპუჩინოს რომ ქალი სვამს, მაგას შენ რატომ უნდა ლობირებდე მეთქი – გვარამიაც აყოლილი იყო. ეს ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა – მთავარი კენჭისყრის წინა ღამეს.

6. გიგამ არ დათმო და დღესაც იგივეს გააკეთებდა – მიაჩნია, რომ ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო ადამიანის დასჯა ძალიან, ძალიან მავნებელია პოლიტიკური გუნდისთვის.

7. 2012 წელს იგივე მოხდა ჩიორაზე. ჩიორას სჯიდა მიშა იმიტომ, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ჩიორაზე მეც და გიგამაც ხმალამოღებულებმა ვიბრძოლეთ – მეც ვეჩხუბე მიშას მაშინ ძაან, რომ არასწორია მის წინააღმდეგ ვინც წავა, იმათი დასჯა, თორემ მონებით დარჩება.

8. სწორედ იმიტომ რომ ეს მორალი პარტიაში მორყეული გაქვთ – ვერ მისცა სალომე სამადაშვილმა ხმა ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას. ზუსტად ვიცი რომ სალომე სამადაშვილს ძალიან უნდოდა, მაგრამ თქვენი ბელადი სჯის ყველას, ვინც მის წინააღმდეგ მიდის და მას შემდეგ რაც პარტია გაიყო – დამცველიც არავინ გყავთ.

ესაა და ეს, ვისაც სრულად გაინტერესებდათ მიშას მიერ “ქათმად” წოდებულის სიაში მოხვედრის ისტორია.

p.s. ცხადია ამას არ მოვყვებოდი და თიკას გულს არ ვატკენდი, ბევრს რომ არ ტლინკინებდეს, მაგრამ რადგან ტლიკინებს – იცოდეს ხალხმა რა ხდებოდა სიაზე”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქზე”, ‘ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის პოსტის კომენტარად.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018