ნიკა გვარამია: “ძალიან მომწონს. ილიკო სუხიშვილი გენიოსი მგონია” – ვიდეო

ნიკა გვარამია: "ძალიან მომწონს. ილიკო სუხიშვილი გენიოსი მგონია" - ვიდეონიკა გვარამიამ ილიკო სუხიშვილის ახალი ცეკვის ვიდეო გააზიარა და ასეთი კომენტარი დაურთო:

“ძალიან მომწონს. ილიკო სუხიშვილი გენიოსი მგონია. და არ მესმის იმათი, ვინც ყველაფრის კონსერვაციას ითხოვს. ცეკვა ცოცხალი ხელოვნებაა და მისი სიცოცხლე განვითარებაშია (როგორც საკუთრივ ცეკვის, ასევე აკომპონიმენტის და კოსტუმის).

ვისაც გონია, რომ რასაც ქართულ ხალხურ ცეკვას ეძახის, ის ქართული ხალხური ელემენტების გამოყენებით დადგმული არაა იმავე სუხიშვილების მიერ 50იანებში და 60იანებში და ჯოჯიკი და მისი ცოლი ან შუშანიკი და ვარსქენი ცეკვავდნენ მეხუთე საუკუნეში, არაფერი არ ცოდნია. სუხიშვილების წინა თაობასაც ასე ებრძოდნენ, ალბათ. და მაინც სუხიშვილები და მათი ცეკვები დაგვრჩა, მლანძღაველები კი ისტორიამ არ შემოინახა.

ასე იქნება ახლაც.”

ცეკვა ქართული 🙌🏻 ილიკო N1 (9:00)

Gepostet von Tamara Chanishvili am Samstag, 13. Januar 2018