დრონმა მოზარდი სერფერები დახრჩობას გადაარჩინა – ვიდეო

დრონმა მოზარდი სერფერები დახრჩობას გადაარჩინა - ვიდეოავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში, ბრისბენთან, ორმა სერფერმა მოზარდმა ზღვაში ღრმად შეცურა. დიდი ტალღები მათ უკან დაბრუნებაში ხელს უშლიდა.

მათდა საბედნიეროდ, იქვე ახლომახლო მიმდინარეობდა მაშველთა სწავლება.

სერფერებისკენ გაგზავნეს კატერი, პარალელურად მათკენ გაფრინდა დრონი, რომლის დახმარებითაც მათ გადაუგდეს სამაშველო საშუალებები.

დრონი მათთან 70 წამში მიფრინდა, მაშინ როცა კატერს ამ მანძილის დასაფარად 6 წუთი დასჭირდა.