,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე რუსთავის კოლონიის ერთ-ერთ საკანში ექვსი პატიმარი შეიყვანეს და უშველებელი რკინის კარი გარედან გადაკეტეს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის ქერა, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცი იყო, ყველაზე ასაკოვანი კი – 60 წელს მიახლოებული ძია კოსტა, რომელიც მეზობლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საკანში რამდენჯერმე ნასამართლევი მამაკაციც იჯდა, მეტსახელად ბოროტა, რომელსაც ბოლო დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ბადრი ვადაჭკორიას სამი სასწაული ცხინვალში, სინას მთასა და ნეპალში
,,სარკე”, ნანა კობახიძე ბადრი ვადაჭკორია, ცნობილი ფოტოხელოვანი და მოგზაური, თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან და საინტერესო გზიდან, რომელიც დღემდე გამოიარა, ,,სარკეს” სამ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდს უამბობს: პინოჩეტის პირადი რეპორტიორი – ცხოვრებაში მრავალი საინტერესო რამ შემემთხვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავ ეპიზოდებს გავიხსენებ. ეს მოხდა 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დროს. მაშინაც, როგორც ყოველთვის, რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი: ტელევიზიაში, პრესაში… […]
მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა – ,,24 წლის უკვე ბერი ვიყავი… ბევრს მეც მდიდარი, ჯიპიანი მღვდელი ვგონივარ”
არქიმანდრიტის გზა ტაძრამდე - რას ყვება მოძღვარი ვაქცინებსა და სამღვდელოებაზე
,,კოვიდინფიცირებულსახიანი ფოტო ისტორიისთვის” _ დაწერა არქიმანდიტრმა იოვანე მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ და ფოტო გამოაქვეყნა. მას სულიერი შვილები ჯანმრთელობას და კოვიდის მალე დამარცხებას უსურვებენ. მამა იოვანე 24 წლის იყო, ბერად რომ შედგა. ,,სარკესთან” ამბობს, რომ არასოდეს უნანია ეს გადაწყვეტილება და მისთვის მძიმე ჯვარი სულაც არ არის. მამა იოვანე: განსაკუთრებული მიზეზი, რომ ღვთის გზას შევდგომოდი, არ მქონია. […]
CCN: ,,ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას წერს”
,,ფაქტობრივად ბრმა ადამიანმა შევძელი ლიცენზიის მოპოვება" _ ქართველ ლეგენდას ურთულესი ოპერაცია დასჭირდა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მიზანში ტყვიის მსროლელ ლეგენდარულ ქართველ ქალზე, 52 წლის ნინო სალუქვაძეზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ის მე-9 ოლიმპიადაში მონაწილეობს და მსგავსი შედეგი, ქალებს შორის, ისტორიაში საუკეთესოა. ,,ის ოლიმპიადის ისტორიას წერს”, _ აღნიშნავს CNN. ნინო 19 წლის იყო, როდესაც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების […]
გიგა კვენეტაძის ცოლს ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა – ,,ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ოჯახმა თავი დაცულად იგრძნოს”
მომღერალი გიგა კვენეტაძე თითქმის 15 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს. ყველაფერი ნულიდან დაიწყო, რადგან იქ მას არავინ იცნობდა. რთული გზა გაიარა, სანამ საქმეშიც და პირადშიც წარმატებას მიაღწევდა. ოჯახი მოსკოვში შექმნა, ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. გიგას და მარიანას ოჯახი რამდენიმე წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა _ მარიანას მძიმე […]
სალომე ჭაჭუა: ,,მოსახდენი მოხდა, არაფერს ვნანობ”
,,ბევრჯერ მიგრძვნია ქალური შური"
,,სარკე”, გიორგი საკარული სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების გამორჩეული სახე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ქმართან, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან გაშორების შემდეგ პირადზე აღარ საუბრობს. ის თავისი საქმით არის დაკავებული და იმით, რომ სპორტული მიღწევები გაიუმჯობესოს და თავის კარიერას ტიტულები შეჰმატოს. _ყველანაირ პრობლემას საღად ვუყურებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო, უკეთესობისკენ შევცვალო. არასოდეს დავცემულვარ და შინაგანად არ გავტეხილვარ, _ ამბობს ,,სარკის” […]
ანი ტყებუჩავა: ,,ცოლქმრული ღალატის პატიება შეიძლება”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და დრამატული ეპიზოდებით დატვირთული სეზონი ორი წლის წინ იყო, როცა ნინას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მისმა დაქალმა, ქეთიმ რომანი გააბა ექიმთან და ქმარს, ზაზას უღალატა. ამ რომანმა სოციალური ქსელები აალაპარაკა და ქეთის კი არა, ლამის მისი როლის შემსრულებელსაც აკრიტიკებდნენ. – ამ ეპიზოდთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციამ […]
მოკლული 18 წლის ხელოვანი ლექსებში თავის სიკვდილზე წერდა – ,,იმ საშინელ დღეს სავსე იყო ჩემი ეზო ახალგზარდებით”
,,სარკე”, ერეკლე ხიტალიშვილი ბეგი მამალაძემ ცხოვრების ბილიკებზე სულ 18 წელი იარა, მაგრამ ბევრი რამის თქმა და ბევრი ადამიანის შემოკრება შეძლო თავის გარშემო. ის ცივი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს თბილისში, საკუთარ უბანში, 2015 წლის 25 მაისს. ტრაგედია წინა ღამით მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბეგისთვის სკოლის ბოლო ზარი დაირეკა. ,,3 ივლისს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილის […]
ეკა მამალაძე: ,,ბევრს ჰგონია, ნანის გამო ყველაფერი ადვილად მოდიოდა ჩემთან, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი”
ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე დღეს, 21 ივლისს ქართული ესტრადის ვარსკვლავი, ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა. ,,ბევრ რამეში ჩემზე თანამედროვეა”, _ ამბობს ქალბატონი ნანის ქალიშვილი, მომღერალი ეკა მამალაძე ,,სარკესთან”. გთავაზობთ ამონარიდებს ,,სარკის” ინტერვიუდან, სადაც ეკა დედაშვილობასა და ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს: -აღარ მინდა აუხდენელ ოცნებებზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ადვილი. ბევრს ჰგონია, დედაჩემის გამო […]
ყოჩაღი გოგოები – ნოველა
,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე – თათუნა, ხომ არ დაგავიწყდა, დღეს ვის უნდა გაუარო? – ცალი ფეხი უკვე გადგმული მქონდა სახლიდან, დედაჩემმა რომ მომაძახა სამზარეულოდან. – ვის? – შემოვდგი უკან ის გადგმული ცალი ფეხი. – ღმერთო ჩემო, რა გულმავიწყი ხარ, დედიკო, ყველაფერი გავიწყდება! გუშინ საღამოს ხომ გითხარი, – აქოთქოთდა დედაჩემი, სამზარეულოდან გამოვიდა და შემოსასვლელში დადგა, ცალ ხელში კვერცხის […]











