კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

გიგა ჭიკაიძეს მსოფლიოს ჩემპიონობა მამამ სამშობიაროში უწინასწარმეტყველა – “ცოლი ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრია”

გიგა ჭიკაიძეს რინგზე მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ჰყავს დამარცხებული. კიკბოქსსა და კარატეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ახლა კი სპორტის სხვა სახეობაშია (MMA – შერეული საბრძოლო ხელოვნება), რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც ბრძოლა წესების გარეშე. 10 წლის წინ გიგა საქართველოდან წავიდა. ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. გვერდით ადრეული ასაკიდანვე უდგას ერთგული მეორე ნახევარი – […]

ბაადურ წულაძე: “იქ” რომ მივალ, დაოჯახების საკითხს მერე გავარკვევ” – რას ნანობდა სიცოცხლის ბოლოს ეპიზოდების დიდოსტატი

მსახიობი და კინორეჟისორი, ბაადურ წულაძე, რომლის გარეშეც ქართული კინოს ოქროს ხანა წარმოუდგენელია, გარდაიცვალა. ბოლო 3 თვე მძიმე სენს ებრძოდა, ფიქრობდა, რომ მოერეოდა, მაგრამ… 1935 წლის 5 მარტს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით. ის ხშირად ჩნდებოდა ეპიზოდურ როლებში, ზოგჯერ უსიტყვოდაც კი, მაგრამ საოცრად ზუსტ სახეს ქმნიდა. […]

მარინა ჯანაშიამ მაყურებელი ქალი თვითმკვლელობისგან გადაარჩინა – “ინტიმურ სცენებს რამდენიმე ზეწარში გახვეული ვიღებდი”

დღეს ქართველი მსახიობები განებივრებულები არ არიან როლებით, მით უმეტეს – კინოში და თუ ფილმში სათამაშოდ ვინმემ დაუძახა, ღვთის წყალობად მიიჩნევენ და კამერასთან მუშაობის ჟინს ბოლომდე თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც იკმაყოფილებენ. რუსთაველის თეატრის მსახიობმა მარინა ჯანაშიამაც მიიღო ასეთი საჩუქარი და სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა ახალ ქართულ ფილმზე მუშაობა, სადაც მონაზვნის როლში მოევლინა მაყურებელს. – ქალბატონო […]

ანდრია გველესიანი მალდივებზე სამუშაოდ წავა – “სამ ქვეყანაში გვქონდა თაფლობისთვე”

მსახიობების წყვილმა, ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ, ჯერ საქართველოში გამართეს თეატრალიზებული ქორწილი, მერე კი თაფლობისთვეც თეატრალიზებული მოიწყვეს. მათ ქორწილში გადაღებულ ვიდეოებს უამრავი ადამიანი აზიარებდა სოციალურ ქსელებში, წყვილის მიერ შესრულებულ სიმღერას კი მილიონობით ნახვა აქვს. მოგეხსენებათ, ანდრია, თეატრის პარალელურად, მუსიკალურ კარიერაზეც ზრუნავს. ამისთვის მან თაფლობისთვეც გამოიყენა მალდივებზე, იქ შოუებსა და კონცერტებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ სიმღერაზე […]

“გურამ რჩეულიშვილმა ვერტმფრენის თოკის კიბეზე აუშვა სამივე განწირული, ბოლოს თვითონაც ჩაავლო კიბეს ხელი, მაგრამ დამპალმა თოკმა ვერ გაუძლო და ისევ აბობოქრებულ ტალღებში ჩავარდა”

“მე არასდროს დავბერდები…” – თქვა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა და ეს წინასწარმეტყველება აუხდა კიდეც. ის ლაშქრავდა მთის მწვერვალებს, ტყეებს, ზღვის ტალღებს აპობდა, სიცოცხლეშივე ქმნიდა ლეგენდებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა საბედისწერო დღეს, 1960 წლის 23 აგვისტოს. ამ დღეს 26 წლის მწერალი ზღვაში დაიღუპა. “სარკის” 20 წლიან არქივში ინახება ინტერვიუ მწერალ ნუგზარ წერეთელთან, რომელიც გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი […]

გოგი ჭიჭინაძე: “მანონის გამო თავისუფლების დაკარგვა მიღირდა” – როგორ ანებივრებს დირიჟორი 11 წლით უმცროს ცოლს

დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის ცხოვრებაში სიყვარულმა გვიან, მაგრამ მძლავრად შეაბიჯა. 42 წლის ასაკში შეუყვარდა ქალი, რომელიც მალე მისი მეორე ნახევარი გახდა. ბედნიერება მანონი მაჭავარიანთან იპოვა. მერე შვილიც გაჩნდა და მუსიკოსის ბობოქარი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, თუმცა ემოციები და რომანტიკულობა არსად წასულა, პირიქით, მამობამ და საყვარელმა ქალმა უფრო გაამძაფრა. დირიჟორი თავის 5 წლის ბიჭუნაზე გიჟდება, თუმცა მის აღზრდაში […]

ლაშა ტალახაძე: “ანიმ ძალიან მოკლე ხანში შემაყვარა თავი” – როგორ იბრძოლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საყვარელი ქალის გულის მოსაგებად

ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ, თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა ანი დემურიას გულის მოსაგებად გამართა და, როგორც სპორტში, აქაც გაიმარჯვა. რამდენიმე ხნის წინ წყვილი მცხეთაში ეკლესიური წესით დაინიშნა, ანუ დაიწინდა, ქორწილს კი მაშინ გადაიხდიან, როცა ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალი დრო გამოუჩნდება. ლაშა საყვარელი ქალის გამო ერთ კომპრომისზე უკვე წავიდა – მოგზაურობა არ უყვარს, […]

“თემირლანს მომღერალი გოგო უყვარდა და მის ცოლად მოყვანას აპირებდა”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის, სისცოცხლე შეეწირა, 5 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ოჯახს ჯერ კიდევ არ აქვს ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, რატომ შეიჭრა სპეცრაზმი მათ სახლში და რატომ ესროლეს მძინარე თემირლანს. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თემირლანის ბავშვობას იხსენებს. „თემირლანი ბავშვობიდანვე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. სხვა ბავშვებთან შედარებით არ […]

ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”

ლეილა ყიფიანის ცხოვრება ფილმმა “მე ვხედავ მზეს” მართლაც მზესავით გაანათა და მასში ბევრი რამ შეცვალა. ხატია – საოცართვალებიანი გოგონა ანგელოზის მზერით – ამ ერთმა როლმა მთელ საბჭოთა კავშირში გახადა პოპულარული. ხატიაზე შეყვარებული ახალგაზრდები ნახატებს, ბარათებს უგზავნიდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ. ქალბატონი ლეილა დღემდე ინახავს ორიგინალურ ბარათს, სადაც ფილმის რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კალთის ქვეშ “ხატია” და “სოსოია” არიან […]

ლიკა ალელიშვილი: “ნიკოლ პაშინიანთან ერთად დღეში 30 კილომეტრს გავდიოდი” – როგორ მოატყუა ქართველმა ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერი და პრესსამსახური

“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი, პირველი იყო, რომელსაც სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მას შემდეგ, რაც პაშინიანი ხავერდოვანი რევოლუციით (სომხებმა სიყვარულის რევოლუცია უწოდეს) ხელისუფლების სათავეში მოექცა, მსოფლიო მედიისთვის მისი კარი მიიხურა, თუმცა ლიკამ პრემიერის რეზიდენციაში მოტყუებით შეაღწია. პაშინიანის ოთახში მოხვედრილი “მოამბის” გუნდი კი ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასულმა პრემიერმა უარით ვეღარ გაისტუმრა. […]