,,ასე მგონია, ძაღლებს თავისი ლოცვა აქვთ, რომელსაც თავიანთ ენაზე, ცისარტყელაზე წასვლის წინ ამბობენ თვალებით”, _ წერს მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც ბოლო დღეებში ჭირით დაავადებულ ძაღლს მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ,,ჩვენ, ადამიანებს, არ გვესმის მათი ლოცვის ხმა და ვერც ვერასოდეს გავიგებთ. ამ ცხოვრებაში უამრავი რამ მინახავს და მიკეთებია, კარგიცა და ცუდიც, საზიანოც და სასარგებლოც, მაგრამ რაც დროს გადის, […]
კატეგორია: სოციალური მედია
მანანა მანჯგალაძე: ,,კახი კალაძე ყოფილა ძალიან ბანძი”
მესამე პრეზიდენტის ყოფილი პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და წერს: ,,ბოდიში და, კახი კალაძე ყოფილა ძალიან, ძალიან ბანძი. და განა ვინმემ გააბანძა? სულ თავისით ქნა. მორიგი ავტოგოლია. და ვინც მოუწონა, უთხარით, რომ აი, ზუსტად მაგ ხალხს უფრთხილდიო… ვაჰ, რასაც ადამიანი საკუთარ თავს დამართებს, იმას სხვა ვერასდროს დაუშავებს”.
ლაშა ბასლანძე ლაშა ბუაძეს: ,,მე ვეტყვი, რომ საკრებულოში ხარ გაპარული”
,,მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურების მიღება შეწყვიტა” – ელისო კილაძე
რევაზ ბოჭორიშვილი იაგო ფრანგიშვილს: ,,ეს ანტიბიოტიკი არ წარმოადგენს კოვიდის სამკურნალო საშუალებას!”
მთელი დღეა, სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის ფეისბუქპოსტი ვრცელდება, სადაც კოვიდის დროს კონკრეტული ანტიბიოტიკის გამოყენებაზე წერს. მისი ეს პოსტი განსაკუთრებით აიტაცეს ანტივაქსერებმა და აქტიურად აზიარებენ. საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი თავის კოლეგას ფეისბუქით პასუხობს: ,,დაუშვებელია ფეისბუქით (და სერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება. ხოლო, როდესაც ყველა ჯურის […]
ნატო გოგელია: ,,მორგში რიგებია მიცვალებულების წასაყვანად, ეს ჯოჯოხეთია”
ჟურნალისტი ნატო გოგელია ყველას მოუწოდებს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ, რომ იგივე ტრაგედია არ განმეორდეს, რაც მის ოჯახში დატრიალდა. ჟურნალისტი წერს: ,,რამდენიმე ადამიანმა ჩამიგდო სქრინი, სადაც ერთი ალტინფოელი ანტივაქსერი მლანძღავს და ჩემ მიერ გაგზავნილ საპასუხო ,,იდი ნა…ზე” საოცრებებს წერს… ეს ის შემთხვევაა, როცა არ მაინტერესებს, რას იტყვის ვიღაც ტვინგამორეცხილი და რას უპასუხებენ მისი მიმდევრები. ეს […]
დიკა სალაყაია: ,,დავიღუპე… ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა”
პოეტ დიკა სალაყაიას რამდენიმე დღის წინ 38 წლის და გარდაეცვალა კოვიდით. როგორც მამა პეტრე კოლხი წერს, შორენა (ბუკა) სალაყაიამ იმშობიარა და დედა-შვილს კორონა შეეყარა. ბავშვი გადაარჩინეს, დედამ ვეღარ გაუძლო. თავს დამრტყდარ უდიდეს ტრაგედიაზე დიკა სოციალურ ქსელში წერს: ,,დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი. რატომ დავიღუპე არც ეს ვიცი… ერთთვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… […]
,,ფრანგი ექიმები გაოცებულები არიან ქართველ ბავშვებში სიმსივნის გავრცელების მასშტაბით” – გიორგი ტიგინაშვილი
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი იმ შემაშფოთებელ სიტუაციაზე წერს, რითაც ფრანგი ექიმებიც გაკვირვებულები არიან. ,,ქალაქ მეცში ქართველი ექიმი გავიცანი, რომელმაც საქართველოდან საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოსულთა სტატისტიკაზე მომიყვა. როგორც ირკვევა, დაავადებულთა უმრავლესობა, საუბედუროდ, ონკოპაციენტია და სიმსივნეს ებრძვის. თურმე ფრანგი მედიკოსები განსაკუთრებით გაკვირვებულები არიან ამ სნებოვნების ბავშვებში გავრცელების ესოდენ ფართო მასშტაბით. მათი აზრით, ეს ყოველივე შესაძლოა გამოწვეული იყოს სურსათის ხარისხის […]
,,ნახეთ დაღუპულთა ასაკი, გაგიჟდება ადამიანი, ასეთი არსად ხდება” – ქართველი ექიმები
ქართველი ექიმები კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ მსგავსი რამ არსად ხვდება. ,,80 გარდაცვლილი! ერთხელ მაინც თუ დაინტერესებულა ის გუნდი, რომელსაც კოვიდ-19-ის მართვა ევალება, რატომ კვდება საქართველოში გაცილებით მეტი ხალხი, ვიდრე სხვა ქვეყნებში? ან რა კეთდება სხვა ქვეყნებში ისეთი, რაც არ კეთდება საქართველოში? როდემდე უნდა მოიტყუოს თავი მოსახლეობამ, რომ საქართველო ,,მართავს” პანდემიას?”, – […]
ზურაბ გურული სააკაშვილს: ,,ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენთვის მადლობა არავის უთქვამს და საბოდიშოც არაფერია”
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ: ,,არასოდეს მოიხადო ბოდიში, მისტერ, ეგ სისუსტის ნიშანია” – ჯონ უეინის ეს სიტყვები თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ-ქრისტიანულ მორალთან; სინამდვილეში კი ზუსტად ბიბლიურ შეგონებაზეა დაფუძნებული: ,,ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ […]











