ნათია მეგრელიშვილი უკრაინაში რუსი ოკუპანტების კიდევ ერთ სისასტიკეს ეხმაურება და წერს: ,,რუსები შევიდნენ ცხოველთა ფერმაში, ჩაცხრილეს და ცოცხლად დაწვეს ცხენები, ძაღლები! ფსიქიატრიამ იცის, რომ ძაღლის წამება თუ შეუძლია, ის თავისუფლად კლავს ბავშვს. ტელევიზიებო, ნუ გვაყურებინებთ აჯღავლებულ რუს ,,ჯარისკაცებს” – მამა პაპა პამაგიტეეეე”. ჩემი პასუხია – ნე პამაგუ! დიდება უკრაინას!”
კატეგორია: სოციალური მედია
,,ამუშავდა უკრაინის საჰაერო თავდაცვა, დღეს ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს, რუსები ალყაში ჰყავთ” – ნიკო მიქაია
,,დღეს კარგი ღამე იქნება” – წერს ნიკო მიქაია და რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი სამხედრო ტექნიკის დანაკარგის ფოტოს აქვეყნებს: ,,მორიგი პანცირ-01. ახლა თქვენ ხედავთ კიდევ ერთ დამწვარ 20 მილიონს, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. როგორც ამბობენ, მეორე საღი წაართვესო დღეს რუსებს!.. კიევთან ოკუპანტების საკმაოდ დიდი დაჯგუფება ალყაში ჰყავთ მოქცეული ძმებს!.. ამასობაში უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ ბუჩაში, ირპენში […]
წულუკიანი ჟურნალისტს: ,,ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?”
კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს სცალია იმისთვის, რომ ფეისბუქით ჟურნალისტებს გაეპაქროს. მისი ყველა საჯარო გამოსვლა სავსეა ჟურნალისტების ბულინგით, ლანძღვით და ახლა სოციალურ ქსელებშიც გადმოინაცვლა. ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ფეისბუქით გამოეხმაურა გადაცემის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნეიტრალიტეტის თემას ეხებოდა. ,,აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგირ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან ,,ბაშკის” ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში? ნწ, ნწ, რა […]
,,ზუგდიდში მელიას დეიდაშვილმა ,,ალტ-ინფოს” ოფისი მიაქირავა” – რას წერენ სოციალურ ქსელში
ელენე ბერიკაშვილი წერს, რომ ალტ-ინფოს ზუგდიდში ოფისი ანზორ მელიას დედიდაშვილისგან აქვს ნაქირავები. ,,აბა, რამდენმა იცით, ზუგდიდში ვისგან აქვს ალტ-ინფოს ოფისი ნაქირავები?” – დაწერა ბერიკაშვილი. ,,რატომ არ უშვებთ იმ ფაქტს რომ ანზორ მელიას დეიდაშვილი შეიძლება ქოცი იყოს? არის ფაქტები, როდესაც დეიდაშვილები კი არა, დედმამიშვილები არიან განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე და პოზიციაზე და სულ სხვა მსოფლმხედველობა აქვთ. იმის […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვაი, მიშააა, ვერ გადამირჩები, ვაშაძისთვის რომ ხმა მაქვს მიცემული”
,,ვაი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ, ვერ გადამირჩები, გრიგოლ ვაშაძისთვის რომ ხმა მაქვს მიცემული”, – ასე გამოეხმაურა ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის უკრაინის ომთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელმაც საქართველოს საგარეო კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ,,ოცნების” ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.
,,უნდა გამოატარონ მტერი და ნახონ ერთი თბილისელებმა, როგორია სახლებს რომ გიწვავენ” – უჩა აბაშიძე
სამხედრო ჟურნალისტმა უჩა აბაშიძემ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ომის ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებს, ცოტა ხნის წინ დაწერა: ,,როცა საქართველოს ამბავს განვიცდი, რაც ბოლო 30 წელში დაგვემართა, სულ ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარი, ან ერთი მესამედი მაინც და თბილისი მასობრივად ,,არ თვლის საჭიროდ” წავიდეს და იბრძოლოს საქართველოსთვის იქ, სადაც ეს […]
დემურ გიორხელიძე: ,,უკრაინას უკვე აღარაფერი ეშველება, დავასრულე ამ ქვეყანაზე რაიმე კომენტარი საერთოდ”
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის აკრიტიკებს და წერს: ,,CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკის განცხადება ნახეთ, როგორ შეურაცხყოფს… ვისაც შეურაცხყოფს და მერე იფიქრეთ, ვის ადიდებთ და ვის გმირად სახავთ, იდეოლოგიით დამცირებულო და საცოდავო ადამიანებო. არ მინდა, მისი სიტყვებით წავბილწო ჩემი გვერდი. დავასრულე უკრაინაზე რაიმე კომენტარი საერთოდ და ა.შ. ყველაფერი დაწერილია და ამ ქვეყანას უკვე […]
ელისო კილაძე: ,,იცოდით, ლაშა ბუღაძემ მიშას წინააღმდეგ რომ მისცა ჩვენება?”
გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე მწერალ ლაშა ბუღაძეზე წერს: ,,იცოდით, რომ მწერალმა ლაშა ბუღაძემ შეწყალების საქმეზე მიშას წინააღმდეგ ჩვენება რომ მისცა?! საქმის მასალების მეშვიდე ტომის 215-219 გვ.შეწყალების კომისიის წევრის ლაშა ბუღაძის ჩვენება ფრაგმენტი: ,,აღნიშნული პირების შეწყალების საკითხი კომისიაზე განსახილველად არ შემოსულა, ვინაიდან ეს კომისიის წევრებში გამოიწვევდა დიდ აღშფოთებას. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების ამბავი […]
რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ზოგი ფეხებზე დაიკიდებს ამ პოსტს, მე კი ვაპირებ, მას გავყვე”
საფრანგეთში მცხოვრები ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი უერთდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და სოციალურ ქსელში წერს: ,,ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია უკრაინისთვის, რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა. აგრესორი და ბარბაროსი გამდიდრებას არ უნდა აგრძელებდეს. ყველას, ინდივიდუალურად, სახელმწოფოსგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ვისაც მანქანა ჰყავს, დღეს უკვე შეუძლია სულ მცირე ქმედებითაც კი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ […]
ომში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში დაიბარეს – ,,რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე”
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, თანამებრძოლებთან ერთად უმძიმესი ბრძოლების გადატანა უწევს, ამ დროს კი საქართველოში, სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში: ,,რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს, 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით […]










