გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზეა, ემოციურ ამბავს წერს: ,,ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ. წუხელ ამბავი მოვყევი, ხარკოვის უბედურებებგამოვლილ უკრაინელ დედა-შვილზე. ჰოდა, დამირეკა კეთილმა ხალხმა კრედობანკიდან, სადგურზე აღარ დავტოვებთ მაგ ხალხს და ბინა ვუქირაოთ ვარშავაშიო. ავჩუყდი, მაგრამ ცრემლები შევიკავე. აქაური ყოჩაღი ემიგრანტების დახმარებით ვარშავის გარეუბანში (ძვირად, მაგრამ ვინ დაეძებს?) ვიპოვე პატარა ბინა და გავქანდი. […]
კატეგორია: სოციალური მედია
ირაკლი ოქრუაშვილი: ,,დასცხეთ მაგათ, ვინ ხართ მაგ ქსელში”
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, ფეისბუქში წერს: ,,ტვიტერზე ოსეტინები და კაცაპ-მასკალები გვიტევენ და დასცხეთ მაგათ, ვინ ხართ მაგ ქსელში, თორემ ყველა ფლანგზე ვეღარ ვწვდებით. განსაკუთრებით ნოდარის იმ ვიდეოს დაატარებენ – ორ რუსს მოკლავ თუ ერთ ოსსო. არა, მუკუზანს დავალევინებთ დედის მაგათმა”.
,,ქალმა მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და მისი გოგონა აღარ ლაპარაკობს” – გიგა მაქარაშვილი
გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება მოხალისედ, ამაღელვებელ ამბავს წერს: ,,ვარშავის ცენტრალურ სადგურში, მეორე სართულზე დიდი, მინებიანი სივრცეა, სახელდახელოდ დაფარული მუქი ფარდებით… მეძუძური დედები და მათი შვილები ჰყავთ დროებით მოთავსებული იქ. ზუსტად მათ კართან მივიტანეთ ყველაზე მეტი და გემრიელი საკვები დღეს. იქვე, იატაკზე გავშალეთ ბანერი (ქართველი ხალხისგან), დავამაგრეთ ქართული დროშები და დავაწყვეთ ამ დღისთვის ნაყიდი […]
გიგა მაქარაშვილი: ,,8 წლის ილიას დედა დაეღუპა კიევში, საქართველოში მომყავს”
თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”
,,ტაბულას” დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ბებიის ფოტო ერთ-ერთმა ქართულმა საიტმა ნიუსში ჩასვა, სადაც წერია, რომ უკრაინელმა მოხუცმა თავი აიფეთქა და 7 ჯარისკაცი გაიყოლა. ,,90 წლის ბებიაჩემმა ყველაფერს მიაღწია! კოვიდიც გადაიტანა და თვითმკვლელი უკრაინელი გმირი ბებიის ილუსტრაციადაც მოგვევლინა! ნეკნები მტკივა სიცილისგან! ბებიაჩემს აქ რა უნდა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
რეპორტაჟი უკრაინიდან: ,,ყველა ძაღლს, კატას, თხას მე ვუვლი, მთელმა სოფელმა მე მომაბარაო”
ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი უკრაინაში იმყოფებიან. თამუნა სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს ვიყავით წინა ხაზზე, მანდ მოხვედრა რთულია, ზოგადად კიევიდან გასვლაც რთულია, ბევრი ბლოკპოსტია, სადაც გამოწმებენ, საბუთებს გთხოვენ. ჩვენ ჩვენი კონტაქტებით შევძელით, თუმცა, როცა სოფლის გადასახვევთან მოვხვდით, აირია სიტუაცია, რაღაც გადაძახილი იყო, კამერებით ვერაო, მერე კიო, მერე ისევ არაო, უკან უნდა […]
ირაკლი ოქრუაშვილი: ,,4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით”
თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში ბოლო ოთხდღიანი ბრძოლის შემდეგ წერს: ,,4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემ თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი, რომლებსაც წასასვლელი არსად […]
თათია შარანგია: ,,ჩვენს ოჯახში მიწისძვრაა, ოჯახის ყველა წევრს ერთად ვტირი”
პიანისტის და ტელეწამყვანის, თათია შარანგიას ოჯახში მწუხარებაა. მას უცაბედად გარდაეცვალა ბიძა. თათია შარანგია წერს: „ჩვენს დიდ ოჯახში მიწისძვრაა. ვამაყობდი, გულს მითბობდა, მაძლიერებდა, რომ მამას 3 ძმა ჰყავდა. ჰყავდა? ვერ ვიჯერებ და ამ მწარე რეალობას ალბათ ვერც შევეგუები. ჩემი უსაყვარლესი ბიძა, ჩემი ფუმფულა ლევანი აღარ მყავს. გარდაიცვალა ისე ჩუმად, ისე წყნარად, როგორც ცხოვრობდა, არავინ შეაწუხა. გულმა […]
,,მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს” – თბილისის ,,კარფურში” მომხდარი ინციდენტი
მარიკა ჯუღელი თბილისის ,,კარფურში” გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქალი ყვირის: ,,მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს!” და ხალხს შუა თითს უჩვენებს. ,,აი, ეს მთვრალი, აგრესორი არსება თავს დამესხა კარფურში… ასე შემამკო საკუთარ ქვეყანაში,საკუთარ ქალაქში ამ არსებამ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ამას რომ ვითმენთ” – წერს მარიკა ჯუღელი ვიდეოების კომენტირებისას.
დომენიკ მანგოს ემუქრებიან: ,,შენ აქ ვერ იცხოვრებ მშვიდად!”
გიორგი ციკოლია ბლოგერ დომენიკ მანგოს ემუქრება. ,,შე ახვარო პროვოკატორო, ამ პოსტის მერე ამ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებ!!! შენი მიზანი აქ ომის დაწყებაა და საქართველოს ჩართვა ომში, ამას ვერ ეღირსები და შენ აქ ვერ იცხოვრებ მშვიდად”, – წერს ციკოლია და აქვეყნებს სქრინს, სადაც დომენიკ მანგო წერს, რომ ახლა კარგი დროა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნაბიჯების გადადგმის. დომენიკ […]








