„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი ბებია გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს, ნიტას, ბიჭი შეეძინა, რომელსაც მაქსიმე დაარქვეს. პატარა 3 აპრილს დაიბადა. თეას ფეისბუქგვერდზე არ წყდება მილოცვები. ბევრი წერს, ვერ ვიჯერებთ, რომ თეა ბებია გახდაო. თეამ გამოაქვეყნა პატარასთან ერთად გადაღებული ფოტო და ასევე სურათი, სადაც მისი სამეგობროა ასახული, რომელიც ბავშვის სანახავად კლინიკაში გამოცხადდა. გულშემატკივრების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია. […]
კატეგორია: სოციალური მედია
კოტე მათითაშვილი: ,,ასეთი საქართველო მძულს!.. მაღაროელები მდიდრები და ცოცხლები მინდა! პარლამენტარები – თავმდაბლები და განათლებულები”
ექიმი კოტე მათითაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: “მე მიყვარს საქართველო, თუმც ასეთი მძულს! მაღაროელები მდიდრები და ცოცხლები რაც მთავარია, მინდა! პარლამენტარები – თავმდაბლები და განათლებულები, ექიმები-პროფესიონალები! მარტივად! მწვანე თბილისი მინდა, სუფთა ჰაერი მინდა ! მე, შენ მინდა – ვიყოთ ადამიანები!”.
ირა გოგოსაშვილი: ,,ახლახან იტალიიდან საშინელი ინფორმაცია მივიღე”
ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიიდან ქართველი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. ,,მაპატიოს უფალმა ამ მძიმე მარხვაში მრისხანება, მაგრამ ახლახან იტალიიდან ისეთი საშინელი ინფორმაცია მივიღე, მრისხანების გარეშე ვერ ვწერ…. საქართველოს ხელისუფლების დასტურითა და თხოვნით იტალიიდან ქართველი ემიგრანტების დეპორტაცია დაიწყო და ამ წუთშიც 20 ქალბატონი დეპორტაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელში გამოუშვეს სასამართლო დარბაზიდან! რასაკვირველია, ამ განაჩენს დარბაზშივე […]
როდის იწყება სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები”- ნინო გაჩეჩილაძე გადასაღები მოედნიდან ფოტოებს აქვეყნებს
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” კატოს როლს ასრულებს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც გადასაღებ მოედანზეა გადაღებული. მსახიობი იქვე წერს, რომ სერიალის ახალი სეზონის პირველი სერია 20 აპრილს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სერიალის ბოლო სერიაში კვაზი მანტკავა იატაკზე უგონოდ ეცემა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ამ გმირს. ფოტოდან კი ჩანს, რომ […]
,,მკვდარი მეშახტის ცოლებო… ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა” – თინა სიხარულიძის ემოციური პოსტი
ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.ფეისბუქში ბევრი ემოციური პოსტი გავრცელდა. თინა სიხარულიძემ ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც დაღუპულ მეშახტეებსა და მათ ცოლებს მიუძღვნა: ,,მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო, აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით. ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა. წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,არანაირი ერთმორწმუნე რუსეთი არ არსებობს! არსებობს ქვეყანა, რომელსაც მონად ვუნდივართ” – ვიდეო
,,გუშინდელი გადაცემის ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ ბევრს ერთი და იგივე ჭრილობა გვაქვს. და რომ არ ვიხორცებთ მიხარია! ესე იგი გადავრჩებით, თორემ სოციალური პრობლემები რომ უფრო აქტუალურია, ვიდრე აფხაზეთი, გავიგე. მთავარია, მტერს მტერი დავუძახოთ და მოყვარეს – მოყვარე! მთავარია, ვაღიაროთ, რომ არანაირი ერთმორწმუნე რუსეთი არ არსებობს! არსებობს მეზობელი ქვეყანა, რომელსაც მონად უნდიხარ და ვისაც არ გვინდა […]
3 დღეა, ეს ძაღლი პლასტმასის ბოთლით დადის, მას შიმშილით სიკვდილი ემუქრება
,,3 დღეა, პლასტმასის ბოთლით დადის ეს ძაღლი. როდემდე გაძლებს კიდევ, არ ვიცი, ვერაფრით დავიჭირე, სვანეთის უბანშია, ჩუღურეთის რაიონში, ქვედა კუკიის სასაფლაოსთან” – წერია ფეისბუქგვერდზე ,,ჩუქდება კნუტები”. ძაღლს თუ ვერავინ დაიჭერს და ვერ უშველიან, შიმშილით მოკვდება. ფეისბუქმომხმარებლები ყველას სთხოვენ, რომ ეს პოსტი გააზიარონ.
ბაკურ სვანიძე ,,მხოლოდ ქართულზე”: ,,რაო, ბიძიკოებო, იფიქრეთ, “ჟღალი მიმინო” რაღა ღლეობააო და ამას ხალხი აიტაცებსო, ხო?”
იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის აკრიტიკებს: „სირცხვილი! არა – ოთხმაგი სირცხვილი! ეს რა ვნახე და მოვისმინე კაცო! არა, ნუ, ვიღაცამ რაღაცა შეიძლება არ იცოდეს, კი ბატონო, მაგრამ ამზადებ ტელეგადაცემას სახელწოდებით “მხოლოდ ქართული” და ერთ-ერთ უცნობილეს ქართულ ლექსზე შექმნილი ერთ-ერთი უცნობილესი ქართული სიმღერა არ იცი! და თან იქით დასცინი იმას, ვინც იცის! როგორ […]
მეგი გოცირიძე: ,,ხალხი ,,მიშა მაგარია”-ს მღერის, დედა აღარ გყავთ პრემია-დანამატებით გაუხარელო მღრღნელებო”
ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქში წერს, რომ ხალხი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას ელოდება. ,,ოქროს ბირჟაზე ჩვენები მიშას გაზეთებს ავრცელებენ, ხელიდან სტაცებენ ცნობის ფურცელს და ,,მიშა მაგარიას’ მღერიან. გადით, ქოცებო და საკუთარი თვალით იხილეთ! ხიხოს შამანებს ებარებოდეთ, დედა აღარ გყავთ პრემია-დანამატებით გაუხარელო მღრღნელებო”, – დაწერა ფეისბუქში მეგი გოცირიძემ.
ნიკა გვარამიამ გახუნებული ზევსები უწოდა გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძეს
,,რუსთავი 2″-ის ეთერში ახალი მეგა შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყო, რომლის რეჟისორია ყოფილი ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე, ჟიურის წევრები _ მუსიკოსი მარინა ბერიძე, მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შემოქმედებითი ჯგუფი შეაქო, ძველი თანამშრომლები, პროდიუსერი გიორგი ხაბურძანია და რეჟისორი დემნა ჯაფარიძე კი ირონიით მოიხსენია. სანამ ისინი ტელეკომპანია ,,იმედში” გადავიდოდნენ, ,,რუსთავი 2″-ის […]










