კატეგორია: სოციალური მედია

“სიკვდილო, დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე დაოჯახებას არ აპირებს - "ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა"

გიორგი კეკელიძემ ფეისბუქში დაწერა: “ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში, მამიდაჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა, – მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? – ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ? […]

“ეხლა ძალიან ვღელავ და თავს ძლივს ვიკავებ…” – გიორგი ტიგინაშვილი

"ეხლა ძალიან ვღელავ და თავს ძლივს ვიკავებ..." - გიორგი ტიგინაშვილი

გიორგი ტიგინაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ეხლა ძალიან ვღელავ და თავს ძლივს ვიკავებ რომ საკუთარ პრინციპს არ ვუღალატო და პირველად არ შევიგინო საჯაროდ ამ უსინდისო ცილისმწამებლებზე და იმ სულმდაბალი ბრბოს წარმომადგენლებზე, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ჩემს პროვოცირებას შეურაცხმყოფელი ბრალდებებით. ჩემს ცოლს წერს მისი სტუდენტობის მეგობარი გოგო და ნიშნის მოგებით ეუბნება: “გიორგი მე პატიოსანი ბიჭი მეგონა და ძალიან სამწუხაროა, […]

დეა ადამია: ,,დედა, როგორ ვანდე შენი თავი მკვლელებს! მაპატიე, ვერ გიშველე!”

,,დედამ დამირეკა, აქედან შავ პარკში ჩადებულს გამიყვანო, ეს იცით რა იყო? ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის" - მედეა ადამია

„წავიდა დედა ღმერთთან!” – დაწერა დეა ადამიამ ფეისბუქში: ,,მოუშუშებელი სულის იარა! როგორ ვანდე, დედა, შენი თავი მკვლელებს! ყრუ და ბრმა ვიყავი, დედა! ამიტომაც ვერ გიშველე! სულის დაბრკოლება ახლა ვიცი,  რაც არის. გვიან ჩავწვდი შენს სიბრძნეს!მაპატიე, დედა… მწერდა, ხმა დავკარგეო. თვალებში ისე აერია, ვეღარ წერდა. მას მერე კი სულ ეძინა და ეძინა… რა ინექცია შეუყვანეთ ასეთი, […]

სალომე ასათიანი: ,,ჩემი დედამთილი შველას ითხოვდა, ის ადამიანი კი სახლში შევიდა და აივნის კარი დაკეტა”

სალომე ასათიანი: ,,ჩემი დედამთილი შველას ითხოვდა, ის ადამიანი კი სახლში შევიდა და აივნის კარი დაკეტა"

,,ვარღვევ დუმილს”, – ასე იწყებს ქუთაისელი ფლორისტი სალომე ასათიანი სულისშემძვრელ ამბავს,მისი დედამთილი მეზობლებს როგორ სთხოვდა დახმარებას, რადგან 45 წლის შვილი უკვდებოდა,მაგრამ ყველამ იგნორირება გაუკეთა. ,,…როცა დედას 45 წლის შვილი იატაკზე უგონოდ დავარდნილი ხვდება, დედას, რომელსაც სიმსივნე აქვს და ძლივს გადაადგილდება, გარბის სადარბაზოში. შემოსასვლელ ოთახში შუქი ანთია, შველას ითხოვს, ადამიანი კი შუქს აქრობს და აიგნორებს. შემორბის […]

ნიკა გვარამია: ,,საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება რომ გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი – დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი”

ნიკა გვარამია: ,,საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება რომ გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი - დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი''

,,მთავარი” არხის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სახლში დიდი ბედნიერება ხვდება – პატარა სოფიო, მისი მეუღლის, სოფიო ლილუაშვილის შვილიშვილი. ,,როცა ნაშაკიკარი, ნაწვალები, გათანგული და ენერგიაგამოცლილი ბრუნდები სახლში და საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი – დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი. რამდენიმე დღეს ატარებს ხოლმე ჩვენთან, და რომ მიჰყავთ, ეგრევე ცარიელდება ყველაფერი, თითქოს […]

ეკა კვესიტაძე: ,,არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია”

ეკა კვესიტაძე: ,,არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია"

დღეს პოეტი ალიკა დარჩიაშვილი გარდაიცვალა. „უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს – ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს, იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით. არ გემშვიდობები, რადგან შენთან […]

,,დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო” – ნიკა კვარაცხელიას დედამ შვილი უკანასკნელ გზაზე საოცარი სიტყვებით გააცილა

,,დაჭრილი ჯვარს ემთხვია და უფალს შემწეობა სთხოვაო" - ნიკა კვარაცხელიას დედამ შვილი უკანასკნელ გზაზე საოცარი სიტყვებით გააცილა

ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის წერილის შინაარს გადმოსცემს, რომლითაც იზა ომაძემ თავისი შვილი უკანასკნელ გზაზე გააცილა. ,,ჩვენმა ნიკომ წლების წინ უცხოეთში, ქართულ ტაძარში, ღვთისმშობლობას ჩაიცვა  სტიქარი, მას მერე საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნდა და დაიწყო თავისი საოცარი, გრანდიოზული, არამიწიერი გეგმების განხორციელება, მუშაობდა მის მიერ დაფუძნებული Feedc პლატფორმის გაფართოებაზე, უნდოდა, მსოფლიოს სცოდნოდა საქართველოს შესახებ… მაგრამ […]

მამა ნექტარიოსი: ,,3 თვის ქირა გადაუხადა ბებოს… ეს ბიჭი იყო სასწაული”

მამა ნექტარიოსი: ,,3 თვის ქირა გადაუხადა ბებოს... ეს ბიჭი იყო სასწაული"

მამა ნექტარიოს მჭედლიძე ვერაზე სასტიკად მოკლული  ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ს შესახებ იხსენებს: „მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ 19 წლის ასაკში ამდენი ქველმოქმედება… სულ ცდილობდა, დაფარული ყოფილიყო, უბრალოდ ეს იყო აღზრდილი შვილი კეთილი. სამგორში სამი თვის ქირა გადაუხადა ბებოს. დამირეკა, მთხოვა მე გადავუხდი, უბრალოდ. არ უთხრა ჩემი სახელიო. […]

ლაშა ბუღაძეს კატა დაეკარგა – ,,თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, ნუ მებუტება”

ლაშა ბუღაძეს კატა დაეკარგა - ,,თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, ნუ მებუტება"

მწერალი ლაშა ბუღაძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს კატის, სოლომონის მოძებნაში. „მეგობრებო, სალამი! ესაა ჩემი უსაყვრლესი ფისო სოლომონი, რომელიც 6 წელია ჩვენთან ცხოვრობს და ნახევრად ქუჩისაა (ვერც ვაკადრებ ისე ამ სიტყვებს), კვირაზე მეტია არ გამოჩენილა, – ნერვებმოშლილი კი იყო, რადგან სხვა კატებიც დაეჩვიენ ჩვენს ეზოს, მაგრამ ამდენი ხნით გაქრობა არ ჩვეოდა. მთაწმინდის მკვიდრია – ზალდასტანიშვილის და კაკაბაძეების ქუჩას არ გასცდენია არასდროს. ამ […]

ღარიბაშვილის ცოლის და: ,,პრესტიჟულ ადგილას რომ გადავალ, ჩემს შვილებს თავიანთი ოთახები რომ ექნებათ, გაგაგებინებთ!”

ღარიბაშვილის ცოლის და: ,,პრესტიჟულ ადგილას რომ გადავალ, ჩემს შვილებს თავიანთი ოთახები რომ ექნებათ, გაგაგებინებთ!"

პრემიერ ირაკლი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და, ნათია თამაზაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ,,პირველის” რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც, მისი სიძის პრემიერობისას ბიზნესმენის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს. ნათია თამაზაშვილი წერს: ,,ვფიქრობდი, საერთოდ ღირდა თუ არა, ამ სამარცხვინო ხალხის მიერ სამარცხვინო გადაცემაზე რეაგირება მომეხდინა, მაგრამ კმარა!!! ჩემ უკან ჩემი ოჯახია და ამას ნამდვილად არ იმსახურებენ! ისიც მართალია, ჩემ გარშემო ყველამ იცის […]