სალომე ასათიანი: ,,ჩემი დედამთილი შველას ითხოვდა, ის ადამიანი კი სახლში შევიდა და აივნის კარი დაკეტა”

სალომე ასათიანი: ,,ჩემი დედამთილი შველას ითხოვდა, ის ადამიანი კი სახლში შევიდა და აივნის კარი დაკეტა",,ვარღვევ დუმილს”, – ასე იწყებს ქუთაისელი ფლორისტი სალომე ასათიანი სულისშემძვრელ ამბავს,მისი დედამთილი მეზობლებს როგორ სთხოვდა დახმარებას, რადგან 45 წლის შვილი უკვდებოდა,მაგრამ ყველამ იგნორირება გაუკეთა.
,,…როცა დედას 45 წლის შვილი იატაკზე უგონოდ დავარდნილი ხვდება, დედას, რომელსაც სიმსივნე აქვს და ძლივს გადაადგილდება, გარბის სადარბაზოში. შემოსასვლელ ოთახში შუქი ანთია, შველას ითხოვს, ადამიანი კი შუქს აქრობს და აიგნორებს.
შემორბის სახლში, გადის აივანზე, თვალებს აცეცებს,აივანზე ხედავს ადამიანს, ვისგანაც შველას ითხოვს, ადამიანი ზურგს აქცევს, შედის სახლში და აივნის კარს კეტავს.
დედა ისევ შედის სახლში, შვილის ატატებას ცდილობს, თითქოს ისევ ჩვილი იყოს და ვერ ერევა… სამყარო თავზე ენგრევა. სასწრაფოც იგვიანებს. მერე ყველაფერი წუთებში მოხდა და ვიღაცისთვის საუკუნეა… რა მწარეა ახლა ამ სიტყვების თქმა _ ჩემი ზვიადის ძმას ანევრიზმა დაემართა და შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა..
ადამიანებმა ყურები დაიყრუეს, თვალები დაივსეს, როცა უკურნებელი სენით დაავადებული, დამდნარი, განწირული დედა დახმარებას ითხოვდა… მანამდე მოხდა ის, რომ პირველად გამოძახებულმა სასწრაფომ არ გადაიყვანა საავადმყოფოში ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც თავის გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, გაუკეთეს გამაყუჩებლები და დატოვეს… ჩემი მაზლი გარდაიცვალა 10 დღიანი კომის შემდეგ. მერე ჩემს დედამთილს კოვიდი შეხვდა და შვილის გაცილება უკანასკნელ გზაზეც ვერ შეძლო… მიცვალებულის დასვენებასაც რომ ვერ ახერხებ სახლში ამ ამბების გამო. ეკლესიაში დასვენებაა ერთადერთი გამოსავალი და აქაც გარიგება-ვაჭრობა….
მხოლოდ ერთი წინადადებით აღიწერება დღევანდელობა: გულისხმიერება აღარაა… ჩვენ ერთ ჰაერს ვსუნთქავთ და ასე რატომ ვიმეტებთ ერთმანეთს?
რად ვიქეცით?”.