კატეგორია: შოუბიზნესი

ხაშურის „მის იუნიორი“ მართა მელაძე გახდა, „ვიცე მის იუნიორი“ – ნინო ზუმბაძე

ხაშურის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში, სილამაზის კონკურსი „მის იუნიორი 2018“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონკურსში 22 გოგონა მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ხაშურის „მის იუნიორი“ გახდა მართა მელაძე, ხოლო „ვიცე მის იუნიორის“ ტიტული ნინო ზუმბაძეს ხვდა წილად. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიისგან და ხაშურის ტექნიკის სახლისგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. კომპანია „ორიფლეიმის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით […]

პუტინის მხარდამჭერი დიმა ბილანი დღეს ბათუმის ”შერატონში” იმღერებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი, დიმა ბილანი დღეს, 15 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ კორპორატიულ საღამოზე იმღერებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კორპორატიულ საღამოს შპს “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლობა მართავს. “ჯონსონ ენდ ჯონსონი” საქართველოში დაფუძნებული აქვს რუსეთში დარეგისტრირებულ იგივე სახელწოდების კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საღამოს ესწრებიან კომპანიის ოფისების წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. “ბათუმში მივფრინავ, სადაც […]

მარინა ბერიძე: “ნინო ჩხეიძეს ახლა ვაჩვენებთ, რა გამიკეთებია”

მუსიკოსი მარინა ბერიძე ახალ საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. რუსთავი 2-მა ახალი მუსიკალური პროექტი დაიწყო სახელწოდებოთ, „მხოლოდ ქართული“, რომლის მონაწილეებიც, მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე არიან. მოღერალმა ნინო ჩხეიძემ კი განაცხადა, რომ რუსთავი 2-მა მისი პროექტის იდეა მიითვისა. ამის შესახებ მარინა ბერიძენ „სარკესთან“ ისაუბრა. – მას ეგონა, რომ ფანოღურ […]

როგორი იყო ჩიკა-ანი ჩირაძე, როცა არავინ იცნობდა – ვიდეო

„იუთუბზე“ „იმედის“ წლების წინანდელი გადაცემის, „სიმართლის დრო“ ანონსი დევს. გადაცემაში ნანკა კალატოზიშვილის სტუმარი იყო ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც თან მისი მეგობარი, ანი ჩირაძე მიჰყვა. მაშინ ანის არავინ იცნობდა, ის მაყურებლისთვის ცნობილი ახლახან გახდა, როდესაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლი შეასრულა და საყოველთაო პოპულარობა ფორტუნა

“შენი გულისთვის” – სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება – ვიდეო

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც […]

დემნა გვასალიას ჩუსტები 595 დოლარი ღირს

ფრანგული მოდის სახლის, ,,ბალენსიაგას” კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მოდის კრიტიკოსების და მსოფლიო მედიის ალაპარაკება კიდევ ერთხელ მოახერხა. მან გაზაფხული-ზაფხული 2018-ის კოლექციაში წარადგინა საზაფხულო ჩუსტები, რომელიც 595 დოლარი ღირს. ჩუსტები შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და წინ კომპანიის ლოგო აქვს. დემნა გვასალიას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს მთელ მსოფლიოში, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი მთლიანი კოლექცია […]

მარიამ მამადაშვილმა ნიუ-იორკის მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველმა გამარჯვებულმა, მარიამ მამადაშვილმა ნიუ იორკში, Knicks Talent Search შოუში გაიმარჯვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კონკურსი Madison Square Garden-ში მიმდინარეობდა. მამადაშვილმა ბილი ჯოელის სიმღერა New York State of Mind შეასრულა.

გუფი ქეთა თოფურიაზე: ,,ეს ჩემი გოგოა!”

მომღერალ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფის გარშემო ჭორები არ ცხრება. დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ მათ რომანი აქვთ და ქეთა ქმარს სწორედ მის გამო გაშორდა. ახლახან ქეთას ფოტოს, რომელიც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, გუფიმ დააწერა: “ვერასდროს მაწყენინებს ადამიანი, რომელსაც პატივს არ ვცემ. ამიტომ მოდუნდით”. პოსტის კომენტარებში კი რეპერმა დაწერა: “ეს ჩემი გოგოა”, რაზეც ქეთამ კოცნის სმაილით უპასუხა. […]

გიორგი ბახუტაშვილი ტელეიმედზე “ღამის შოუს” წაიყვანს

ტელეკომპანია იმედზე გადაცემა “ღამის შოუ” იწყება. გადაცემის წამყვანი მსახიობი, გიორგი ბახუტაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე არხზე, გადაცემა “იმედის კვირაში” გავიდა. “ჩვენ ავიღეთ კლასიკური ფორმატი, ამერიკული, რაც არის”, – განაცხადა იმედია გენერალურმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ. ტელეკომპანია იმედზე გადაცემა ღამის შოუ წლების წინ გადიოდა, შემდეგ ტელეკომპანია მაესტროზე გადაინაცვლა და დაიხურა. საქართველოში “ღამის შოუ” პირველად რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა.

ფილმმა “შავმა ავაზამ” უკვე მილიარდი დოლარი მიიღო – ვიდეო

ფილმმა “შავი ავაზა” მსოფლიოს კინოთეატრებში გაქირავებიდან უკვე 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. ფილმის პრემიერა 13 თებერვალს შედგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჩედუიკ ბოუზმენი, მაიკლ ბ. ჯორდანი, ლაპიტა ნაიონგი’ო, დენაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კალუია, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უაითეიქერი, ენდი სერკისი, ფლორენს კასამბა. IMDB-ის ცნობით, აქამდე მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 32 ფილმს ჰქონდა მიღებული, მათ შორის […]