კატეგორია: შოუბიზნესი

თამრიკო ჭოხონელიძე ,,რუსთავი 2″-ის თანამშრომელი გახდა

მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის  გადაცემაში ,,დილა უქმეებზე” გამოჩნდა. ამ არხზე მის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პრაიმტაიმი“ ჭოხონელიძეს დაუკავშირდა: – თამრიკო, გილოცავთ ახალ სამსახურს. ვისი იდეა იყო თქვენი ამ არხზე მუშაობა? – მადლობა მოლოცვისთვის… დამიკავშირდნენ „რუსთავი 2 “-დან და სხვადასხვა საკითხებზე გამესაუბრნენ. ამ საუბრის დროს რამდენიმე ქართული სიმღერის ისტორია მოვყევი. ნიკა გვარამიასგან დაიბადა იდეა. მკითხა, თუ წავიყვანდი ასეთი ტიპის რუბრიკას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ სადაც […]

დაპირისპირება გოჩა ჩერტკოევთან – შოუს ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” ქორეოგრაფები ტოვებენ

პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” დაძაბულობაა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოჩა ჩერტკოევთან არსებული დაპირისპირების გამო შოუ იმ ქართველმა ქორეოგრაფებმა დატოვეს, რომლებსაც ტყუპების სახელით იცნობენ. თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეების დადგმულ ცეკვებს გოჩა ჩერტკოევი მუდმივად აკრიტიკებს და ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ დადგმა არ მოსწონს, რომ კონკურსანტების ნომრები არ არის სრულყოფილი და ეს ხშირ […]

ლალი მოროშკინამ გოჩა ჩერტკოევის გამო პროექტი დატოვა – ,,შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერწვერიანი კაცისგან მოვითმენ?!”

პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”  საკუთარი ნებით დატოვა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ. კონკურსის დაწყებამდე ჟურნალ ,,სარკესთან” აცხადებდა, რომ ეს შოუ მისთვის სოციალური პროტესტი იქნებოდა, საიდანაც საზოგადოებას ძალიან ბევრ მესიჯს გაუგზავნიდა. იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჟიურის უხეშობას არ მოითმენდა და ასეც მოიქცა. პროექტის დატოვების მიზეზი ჟიურის წევრის, გოჩა ჩერტკოევის, ხისტი შეფასებები გახდა. – დაპირისპირებაა ქართველ და უკრაინელ ქორეოგრაფებს შორის. […]

თემო საჯაია: ,,ქალთან ურთიერთობაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს”

მომღერალმა თემო საჯაიამ ბავშვობაში რომ დადგა სცენაზე ფეხი, მას შემდეგ სიმღერისთვის არ უღალატია. ჰქონდა წარუმატებელი პერიოდები, მარცხიც ხშირად უგემია, მაგრამ საყვარელი საქმისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია. თემო სარკესთან ყვება: – ბავშვობიდან ვდგავარ სცენაზე და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მარცხი, ხელმოცარვა იყო, ვიდრე წარმატება. მიუხედავად ამისა, მაინც წინ მივდივარ, არასდროს ვჩერდები. — რას უკავშირდებოდა თქვენი მარცხი? – […]

ირაკლი მაქაცარია პარტნიორზე: ,,მიშელი ჭკვიანი, საყვარელი გოგოა”

უკრაინული პრესა ირაკლი მაქაცარიასა და უკრაინელი მომღერლის, მიშელ ანდრადეს რომანზე ალაპარაკდა. ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე ახალი შოუ ,,ეცეკვე ვარსკვლავს” იწყება, სადაც ქართველი ტელესახე ირაკლი მაქაცარიაც იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე კი სწორედ უკრაინელი მომღერალი მიშელ ანდრადე გახლავთ. მიშელი აცხადებს, რომ ის და ირაკლი მეგობრები არიან. რაც შეეხება ირაკლი […]

ბერას და ნანუკას რომანტიკული ფოტოები – ,,თბი­ლი კოც­ნა მზის ჩას­ვლი­სას…”

რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი სა­ცო­ლე ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე თაფ­ლო­ბისთვეს აგ­რძე­ლე­ბენ და გულ­შე­მატ­კივ­რებს ახალ-ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი­თაც ანე­ბივ­რე­ბენ. წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ 18 სექ­ტემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­თი შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი ამ­ბა­ვი. ბე­რამ და ნა­ნუ­კამ რამ­დე­ნი­მე დღეს სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ­ში, პა­რიზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, შემ­დეგ კი, რო­გორც მათი ინ­სტაგ­რა­მის ფო­ტო­ე­ბით ირ­კვე­ვა, ზღვის­პი­რეთ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. უც­ნო­ბია, სად ატა­რე­ბენ […]

სალომე გოგიაშვილის ქალიშვილმა 23 კილო დაიკლო – ტელეწამყვანის დიეტა

ტელეწამყვანის, სალომე გოგიაშვილის უფროსმა ქალიშვილმა, მაშო ნიკოლაიშვილმა, 6 თვეში 23 კილო დაიკლო. ამის შესახებ სალომემ ინსტაგრამზე თავად დაწერა. მაშომ  ერთი კვირა დედის საფირმო დიეტა დაიცვა, შემდეგ კი სწორი კვებაზე გადავიდა და 6 თვეში 23 კილოგრამი დაიკლო. სალომემ კი  სამ კვირაში 7 კილოგრამი დაიკლო. სალომეს დიეტა ასეთია: პირველი დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი  მეორე დღე:უცხიმო ხაჭო […]

კახი კავსაძე შვილიშვილის გამო ღელავს – ,,ირინკა გარეგნობით ბაბუას ჰგავს, ხასიათით – ბელა მირიანაშვილს”

მსახიობ კახი კავსაძის შვილიშვილი, ირინკა კავსაძე, ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა პროექტისთვის ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”. როგორც ამბები.ჯი-სთან ირინკას მამიდა, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე ამბობს, მას ძმისშვილმა რჩევისთვის დაურეკა. ქალბატონმა ნანუკამაც დაუფიქრებლად უთხრა, რომ კონკურსანტი გამხდარიყო. მისი თქმით, ბაბუა, კახი კავსაძე  ძალიან ნერვიულობს. -ძა­ლი­ან ღე­ლავს. ახლა იმა­ზე წუხს, ძა­ლი­ან იღ­ლე­ბაო… რა­ღაც მი­ზე­ზებს ეძებს, რომ  უფრო მეტი ინერ­ვი­უ­ლოს. მე კი ირინ­კას […]

ქეთა თოფურია: ,,ვერ ვიტან მარტო ძილს”

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. ამჯერად ქეთა თოდურიამ საძინებელში გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით – ,,ვერ ვიტან მარტო ძილს”. ფოტოები ნო­ვო­სი­ბირსკის სას­ტუმ­როს ნო­მერ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ქეთა თავის ჯგუფ ,,ა სტიდიოსთან” ერთად ნო­ვო­სი­ბირსკში იმყოფებიან, სადაც კონცერტების ჩატარებას გეგმავენ.

თორნიკე კვერენჩხილაძის სექსუალური მეწყვილე

ტელეკომპანია ,,იმედის” წამყვანი, თორნიკე კერენჩხილაძე, პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობს. ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე ანი ჯავახი იქნება. თორნიკე კვერენჩხილაძე ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ხშირად ველოსიპედით დადის. როცა ახალ გადაცემას ,,იმედის დღეს” იწყებდნენ, ვიდეორგოლის გადაღებას კინაღამ შეეწირა. ის ,,სარკეს” უყვებოდა: – საიმიჯო ვიდეორგოლს ვიღებდით გადაცემისთვის. გადავწყვიტე, ველოსიპედით დავშვებულიყავი, რაც არაერთხელ გამიკეთებია. კუს ტბიდან ვაკის პარკში უნდა […]