რუსეთში მცხოვრებმა თინა კანდელაკმა ქართველი მამაკაცები გაანაწყენა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომეხი მამაკაცები ქართველ კაცებზე უკეთესები არიან. „რთულია ამის აღიარება, მაგრამ სომეხი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს ჯობნიან. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ასეა“, – დაწერა თინა კანდელაკმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამაში რა იგულისხმა.
კატეგორია: შოუბიზნესი
ლელა წურწუმია მდიდრულ ქორწილში – ვიდეო, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს
ლელა წურწუმიას ვიდეოს, სადაც ის ბაქოში, ერთ-ერთ მდიდრულ ქორწილში მღერის, მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა სოციალურ ქსელში – ის უკვე 1,130,385-ჯერ ნახეს. ლელა რუსა მორჩილაძის სიმღერას ასრულებს, რომელსაც „წადი, გაიარე“ ჰქვია და მის რეპერტუარში ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიციაა. ლელას სიმღერაზე ქორწილის სტუმრები სიამოვნებით ცეკვავენ. ცნობილია, რომ საზღვარგარეთ კორპორატიულ საღამოებსა თუ ქორწილებზე ლელას ხშირად იწვევენ და საკმაოდ სოლიდურ […]
აჩიკო გულედანი 20 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა
მუსიკოსი აჩიკო გულედანი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და მომღერალი გვანცა ჯაფარიძეა. გვანცა ცნობილი კონკურს ,,საქართველოს ვარსკვლავიდან” გახდა. გვანცა და აჩიკო კარგა ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამას არც მალავდნენ. აჩიკო 45 წლისაა, გვანცა კი – 25-ის. გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი – მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია […]
ალა პუგაჩოვას იჭერენ?
ალა პუგაჩოვას სოლო კონცერტი სახელმწიფო ორგანიზაციამ „რუსეთის ვერტმფრენები“ 40 მილიონი რუბლით დააფინანსა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქმე ფულის გათეთრებას უკავშირდება. როგორც სააგენტო „იზვესტიას“ სახელმწიფო დუმის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ვიბორნიმ განუცხადა, „რუსეთის ვერტმფრენების“ მიერ გამოყოფილი სასპონსორო დახმარების შეფასება გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა. „ყველა შემსრულებელი საკუთარი შეხედულების მიხედვით აფასებს მის შემოქმედებას, […]
თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 21 იანვარს გოგონას დედა გახდა. მას შვილის დაბადებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. მისი მეუღლე ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვია. მათ ერთმანეთი ევროვიზიის კონკურსზე გაიცნეს, სადაც თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა. წყვილმა ქორწილი რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც გადაიხადა და ვენაშიც, სადაც ისინი ცხოვრობენ. მომღერალი ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად […]
ნიკა გვარამიამ გიორგი კელაპტრიშვილს სახეში ტორტი შეაზილა – ვიდეო
„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. კონკურსის შემდეგ საზეიმო ტორტი რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაჭრა. მან ტორტის ნაჭრისთვის თეფში მოითხოვა, მასზე ტორტი დადო, შემდეგ გიორგი კელაპტრიშვილისკენ მიბრუნდა და მოულოდნელად თეფშიანი ტორტი სახეში შეაზილა. ამ ამბავმა დამსწრე საზოგადოების სრული აღფრთოვანება გამოიწვია. საზეიმო ტორტის გაჭრა Gepostet von მხოლოდ ქართული am Montag, 21. Januar 2019
გიორგი კელაპტრიშვილი ,,მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია – ვიდეო (,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”)
,,მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. მან მთავარი პრიზი, თბილისში ოროთახიანი ბინა მოიგო. სანამ ნიკა გვარამია და სოფო ბათილაშვილი გამარჯვებულს გამოავლენდნენ, მანამდე გიორგი კელაპტრიშვილს არაერთი პრიზი გადაეცა სპონსორებისგან, მათ შორის რადიო ,,ფორტუნასგან” ერი კლაპტონის კონცერტზე დასასწრები ორკაციანი საგზური. დანარჩენი სამი ფინალისტი, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე 2000-2000 ლარს მიიღებენ.
ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან
ბრიტანული ტაბლოიდის The Sun -ის წყაროები იტყობინებიან, რომ მსახიობი ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან, ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკლავი და ოსკაროსანი მსახიობი ერთმანეთს თავის დროზე შარლიზ ტერონის ქმარმა შონ პენმა გააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ურთიერთობა საშოაბაო დღესასწაულებზე დაიწყო და ეს გახდა პირველი სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ გააბა. 2018 წლის […]
,,სირცხვილი მაია ასათიანს! ეს იყო ბულინგი! სამარცხვინოა ჟიურის და წამყვანების საქციელი…” – სკანდალი ,,მხოლოდ ქართულში”
პროექტი ,,მხოლოდ ქართული” გიორგი ნარმანიამ დატოვა. ჟიურისა და წამყვანების შეფასებებმა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. მათ წამყვანები, ნანუკა ჟორჯოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრები ბულინგში დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელში წერენ: ,,დაისვენეთ! წავიდა ნარმანია! თქვენც ხომ ეგ გინდოდათ! დააყენეთ ამხელა კაცი და ლანძღეთ უმოწყალოდ. შეგერჩიათ შესაფერისი რეპერტუარი და ნახავდით, როგორ იმღერებდა. სამარცხვინოა, რასაც კადრულობთ ჟიურიან-წამყვანებიანად!”. ,,ჟურნალისტური ეთიკა თქვენთვის […]
გიორგი კელაპტრიშვილის ,,ჰერიო, ბიჭებო” – ვიდეო
,,უძლიერესი შესრულება”, ,,გენაცვალე, რა ნუგბარი ყელი აქვს”, ,,რა იქნება, ეს სიმღერა პარლამენტში ჟღერდეს. იქნებ გულგაყინულ, ყინულისთვალებიან პარლამენტარებს გაულხვეთ გულში და სულში ჩაკირული ყინული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო!”, ,,დედა, ეს რაიყო, სიმღერა რომ დაიწყო და ჩავისუნთქე, კინაღამ ამოსუნთქვა დამავიწყდა და გავიგუდე…” – წერენ სოციალურ ქსელში.










