კატეგორია: შემთხვევა

მეტრო ,,სარაჯიშვილზე” ტრაგედია მოხდა – ,,მემანქანე ბიჭს უწყვეტი სიგნალით აფრთხილებდა”

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი მეტროს ლიანდაგში განგებ ჩახტა. როგორც თვითმხილველი „პრაიმტაიმთან“ ამბობს,  მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ბიჭს „უწყვეტი სიგნალით“ აფრთხილებდა. „ახალგაზრდა განგებ ჩახტა ლიანდაგზე. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, – აცხადებენ თვითმხილველები. პრაიმტაიმი

ეშმაკის ბორბალზე ბავშვები დარჩნენ

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მაღალი ძაბვის ვარდნის გამო მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სამაშველო ოპერაციაში ქუთაისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. იმედი

29 წლის ბიჭი, რომელიც კაცს დაეჯახა და თავი მოიკლა, დამნაშავე არ იყო – ,,კამერებში ჩანს, რომ კაცმა გზაზე გადაურბინა”

29 წლის ახალგაზრდამ, რომელმაც უბედური შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლობარგში დღეს დაკრძალავენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა. -როგორც ვიცით, ის დამნაშავე არ იყო, თორემ პოლიცია როგორ არ დააკავებდა. კამერების ჩანაწერები ამოიღეს, სადაც ჩანდა, რომ მამაკაცმა გზაზე გადაურბინა და ეს შეჯახებაც მაშინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ […]

ბაიკერმა საკუთარი სიკვდილი გადაიღო – ვიდეო

საშინელი ავარია მოხდა ტაილანდში. 24 წლის ახალგაზრდამ, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, სიჩქარე 260 კმ/სთ-მდე გაზარდა. საშინელ კადრებზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, ჩანს, როგორც ასწრებს ის თავის მეგობრებს და ცარიელ გზაზე მიემართება. თუმცა მოულოდნელად ის წონასწორობას კარგავს და ასეთივე სიჩქარით გადადის ტრასიდან. ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. ბაიკერს არაერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა მიღებული. სამართალდამცველებმა ინციდენტის გამოძიება […]

,,საცოდავი დედაშენი, ერთადერთი შენ ჰყავდი…” – სტრასბურგში 32 წლის ჯაბა უბილავა დაიღუპა

სტრასბურგში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ემიგრანტის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. ,,ჯაბა! ეს ხომ საშინელებაა შენი არყოფნა! რამხელა მოუშუშებელი ტკივილი ხარ ყველასთვის, ჩემო კეთილო ბიჭო. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი.” – წერს დაღუპულის ახლობელი. ,,ჯაბა, ჩემო კარგო, რა საშინელებაა, როგორ მეწყინა. საცოდავი დედაშენი… ერთადერთი შენ ჰყავდი და რა ეშველება… ვუსამძიმრებ ლუარა მასწავლებელს, ღმერთმა მისცეს გამძლეობა”, – წერს […]

24 წლის გოგო თოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 24 წლამდე ასაკის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, სუიციდის მცდელობისას გოგონა შოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს. გოგონა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მამაკაცი, რომლის ავტომობილმაც 13 წლის ბიჭი იმსხვერპლა, ნერვიულობით გარდაიცვალა

ტრაგედია ჭიათურაში – 83 წლის მამაკაცს ავტომობილი დაუგორდა, რამაც 13 წლის ანზორ ხვედელიძის, სიცოცხლე იმსხვერპლა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ნერვიულობის ნიადაგზე ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

ტყვიავში ნისანი ოპელს დაეჯახა – 7 ადამიანი დაშავდა, 21 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაშია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დღეს ავარია მოხდა. “ნიუპოსტის” ცნობით, ერთმანეთს “ნისანის” და “ოპელის”’მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის, 21 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა. ,,ტოპნიუსს” თვითმხილეველებმა განუცხადეს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე სავალი გზიდან გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადყოფოებში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიუება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]

ქობულეთის კლინიკაში კანალიზაციაში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

ქალი საავადმყოფოში პომიდვრის ინტოქსიკაციის ჩივილით მივიდა, ცოტა ხანში ტუალეტში შესვლა ითხოვა, გამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფო ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს. „კურიერის“ ინფორმაციით, ქალის წასვლიდან ცოტა ხანში საავადმყოფოში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. მილის გაწმენდისას კი მკვდარი ემბრიონი იპოვეს. ექიმები ეჭვობენ, რომ ქალს ნაყოფის მოსაშორებელი აბები ჰქონდა დალეული და ეს ინფორმაცია საავადმყოფოში დამალა. […]