კატეგორია: საზოგადოება

სურამში ჯანმრთელი ფიჭვები გაჩეხეს

სურამში დიდი რაოდენობით ხე გაჩეხეს. ამის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. გაჩეხილი ხეების უმეტესობა ფიჭვია და ისინი დაზიანებული არ არის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ხეები მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიჩეხა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობანი უნდა აშენდეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, […]

ლევან კობიაშვილი: ,,მამაკაცები აქტიურად უნდა ჩავერთოთ შვილების აღზრდაში”

პარლამენტის დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან” ლევან კობიაშვილი ჩაერთო კამპანიაში ,,კაცები ზრუნავენ”. კობიაშვილი წერს: ,,საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ზუგდიდსა და თელავში შეხვდებით ბანერებს, სადაც მე და ჩემი შვილი, სალომე კამპანია “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ერთად ვუჭერთ მხარს მამაკაცების ჩართულობას ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცები აქტიურად ჩავერთოთ შვილების აღზრდაში, რათა ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი გენდერულ თანასწორობას და […]

მილიონერი თამაზ სომხიშვილი წყნეთში ნამდვილ სასახლეს აშენებს

ბოლო დროს  აქტიურად საუბრობენ წყნეთში მშენებარე მასშტაბურ, მონოლითურ სახლზე, რომელიც ნამდვილ სასახლეს ჰგავს. მისი ფართობი 1 850 კვადრატული მეტრია და მას სამშენებლო კომპანია “ანაგი” კერძო, ფიზიკური პირის დაკვეთით ასრულებს. თავდაპირველად საუბრობდნენ, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდს, შაქრო კალაშოვს ეკუთვნოდა,  თუმცა, როგორც გაირკვა,  სასახლის მეპატრონე მილიონერი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილია. თამაზ სომხიშვილი გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა, კაპიტალიც […]

,,როცა შვილებს დედა ენატრებათ, მთხოვენ, სასაფლაოზე წავიყვანო… ავარიაში ჩემს თავს ვადანაშაულებ…” – მინდია ჯანაძის ტრაგედია

2016 წლის 17 იანვარს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოავარია მოხდა. მანქანა, რომელშიც მამა, დედა და ორი პატარა გოგონა ისხდნენ, მოსრიალდა და გადაბრუნდა. მამა და ბავშვები გადარჩნენ, თუმცა პატარების დედა, ლია მაჭანკალაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის დროს ლიზი 5 წლის იყო, თეკლა – 4-ის. მამას, მინდია ჯანაძეს, მარტოს მოუწია ცხოვრებასთან შეჭიდება და გოგონებზე ზრუნვა. როგორც იგი ამბობს, […]

არჩილ ტატუნაშვილის დედა: ,,მინდა, მთელმა მსოფლიომ დაინახოს ჩემი შვილის ხელები და დაიჯერონ, რომ რუსი ოკუპანტია, პუტინი არის მკვლელი”

,,ვითომ დივერსიის მოწყობას ცდილობდა, ვითომ ტერორისტი იყო, რაღაც დაჯგუფების წევრი და უნდა ჩაეშალა პუტინის არჩევნები, – მოყვა გადაცემა ,,იმედის კვირაში” ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, – სთხოვდნენ ამის აღიარებას. ვითომ შეგზავნილი იყო საქართველოს მხრიდან და ამაში მონაწილეობდა შეერთებული შტატებიც. ჩემმა შვილმა რომ არ აღიარა, შეუტანეს სამაჩაბლოს რუკა, დაუდეს წინ და უთხრეს, თქვი, რომ სამხრეთ […]

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი დაქორწინდა

საქართველოს ყოფილი პრემიერის. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის თანამშრომელი თეო ნანავა გახლავთ. წყვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ულოცავენ გაბედნიერებას.

გიორგი ჩაკვეტაძეში ,,ბაიერნი” 6 მილიონ ევროს იხდიდა _ ნახეთ, როგორ თამაშობს ქართული ფეხბურთის მომავალი – ვიდეო

,,ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავალია” – წერენ გიორგი ჩაკვეტაძეზე. გიორგი ჩაკვეტაძე – 18 წლის სიმაღლე – 1.83 გუნდი – “გენტი” ( ბელგია ) ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ “გენტმა” ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის “ბაიერნს” ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტგამოცემები აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს “ბაიერნში” კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იწვევდა, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მონდომებით ეძებს ახალგაზრდა […]

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს – ვიდეო

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დილით წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, […]

უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს თანაინვესტირების ფონდში დაუდასტურეს. კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. მათივე ცნობით, კომპანიის მმართველი ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილია. აღნიშნული კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.