კატეგორია: საზოგადოება

,,თეთრი ხმაური”: ,,სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა, ვიკრიბებით!”

,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებენ: ,,დღეს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან. არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის”.

,,თეთრი ხმაურის” საგანგებო განცხადება: ,,ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ”

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ,,მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე, გამთენიისას, ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით”.

მოსახლეობას ურიგებენ წამალს, რომელიც ნარკოტიკებით ზედოზირებისას უნდა გამოიყენონ

სპეციალური მობილური ჯგუფი თბილისის რამდენიმე უბანში პრეპარატ “ნალოქსანს” არიგებს. როგორც დიღმის მასივში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ,,პრაიმტაიმს” აცნობა, აღნიშნული პრეპარატი მათ უბანში დაარიგეს. ..დაახლოებით 15 ამპულა გაიცა და იქვე განგვიმარტეს მოხმარების წესები და ინსტრუქცია”. როგორც ცნობილია ,,ნალოქსანს” ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების დროს იყენებენ. როგორც ,,პრაიმტაიმმა” გაარკვია, პრეპარატი პროექტის “ზედოზირების პრევენციის” ფარგლებში რიგდება. პროექტს “ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი” […]

ბექა წიქარიშვილი: ,,შეიძლება რუსთაველზე აღარ შევიკრიბოთ”

,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, მათი აქცია შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გაიმართოს. ამის შესახებ წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ესაკალაციის თავიდან ასაცილებლად აქციის ორგანიზატორები სამომავლო გეგმებს შეიმუშავებენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინებენ. ​-სამოქმედო ნაბიჯების დასაგეგმად საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბება. აქ შეიძლება აღარ შევიკრიბოთ. ინფორმაციას მოგვიანებით, ფეისბუქით გავავრცელებთ,- განაცხადა წიქარიშვილმა. ნიუპოსტი

პოლიციამ პარლამენტის წინ კარვები აშალა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები აიღეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოსთხოვეს კარვების აშლა და გზის გათავისუფლება, თუმცა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ პოლიციამ კარვები თავად დაშალა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. კვირა

ჟურნალისტი სპეცრაზმელს: ,,თითები დამამტვრიეთ, წელში გადამტეხეთ” – ვიდეო

,,ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც ასახულია სპეცოპერაციის კადრები, ისმის ჟურნალისტის ხმა, რომელიც სპეცრაზმელს უხსნის, რომ მისი მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეუშალოს. -თითები დამამტვრიეთ, წელში გადამტეხეთ, – ისმის ჟურნალისტის ხმა. ვიდეოში ასევე ჩანს, პოლიციელი კაფე ,,გალერის” მხარდამჭერ გოგონას ჯიხურზე თავს როგორ არტყმევინებს. https://www.facebook.com/tabula.ge/videos/2109804872381897/?t=123

დათო გაბუნია კახი კალაძეს: ,,კახა, გაგექცა ქალაქი! კახა, ქალაქი გიჩერდება!”

რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით ერთ-ერთი აქტივისტი დათო გაბუნია გამოვიდა და  თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა: -კახა, გაგექცა ქალაქი! კახა, გამოდი! კახა, ქალაქი გიჩერდება! ფაქტები.ჯი

,,ჯეოსელმა” აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა

კომპანია ,,ჯეოსელმა” პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა.როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ. ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა პრემიერმინისტრი მათ არ გამოხმაურებია. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ბაია პატარაიას თქმით, შს მინისტრი გახარია  კარვების […]

აქციის მონაწილეებმა 5 კარავი გაშალეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მათი პროტესტი არ შეწყდება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს […]

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციას უცეკვეს – ვიდეო

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების წინ დაკავებების შემდეგ იცეკვეს. მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელების წინ ცეკვავს. https://www.facebook.com/netgazeti/videos/10156615975402044/