კატეგორია: საზოგადოება

ანა დოლიძე: ,,ჩვენ მარტოხელა მშობლებიც გვყავს, რომელთაც სახელმწიფო ცალკე დახმარებას არ აძლევს”

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 10 წლის ვაჟის დედაა. ის  თავის ოჯახზე მშობლები.ჯი-სთან ყვება: – ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ოჯახებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში “ტექნიკურ ინტელიგენციას” ეძახდნენ. მამაჩემი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, მათემატიკოსი ვალერი დოლიძე, დედა ინჟინერი გახლდათ. ორივე მათგანი სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ორ ფასეულობას – რეჟიმს და შრომას. რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ეს იყო […]

დავით ქაცარავას მეუღლე: ,,ფეხშიშველი გავარდნილა ორღობეში, ყვირილით შეუკრებია ქალები…”

მსახიობის და სპორტსმენის, დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე  სოციალურ ქსელში წერს: ,,ერთი ისტორია გამახსენდა, კომუნისტების მიერ ეკლესიების დანგრევის პერიოდში მოხდა. ჩემი დედულეთი არის სამტრედიის რაიონში – სოფელი ღანირი. ამ სოფელში ძალიან ლამაზი, ძელის, ანუ ხის ეკლესიაა, რომელსაც კიდობნის ფორმა აქვს. ღანირში მორწმუნე ხალხი მაშინაც ცხოვრობდა და ახლაც. იმ ავად სახსენებლ დროს ეკლესია დაკეტილი იყო თავისთავად. […]

რამაზ ჩხიკვაძის შვილი: ,,მამაჩემი იმსახურებდა, მთაწმინდაზე დაკრძალულიყო”

წელს ცნობილი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის 90 წლის იუბილე იყო. რამაზ ჩხიკვაძეზე მისი შვილი – ალექსანდრე ჩხიკვაძე ,,კვირის პალიტრას” ესაუბრება, რომელიც თვლის, რომ მამის ღვაწლი არასათანადოდ დაფასდა და ამის გამო სინანულს გამოთქვამს: – მამა ამბობდა, მსახიობი სხვა პროფესიის ადამიანებისგან იმით განსხვავდება, რომ ცაზე ვარსკვლავივით უცებ აკაშკაშდება და მალე ქრებაო. ხშირია, როცა ახალგაზრდა თაობას უკვე აღარ ახსოვს ის […]

,,კლასელები სცემდნენ, წიხლებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ” – მე-8 კლასელი თამარი ბულინგზე საუბრობს

მე-8 კლასელი გოგონა თანატოლების მხრიდან ჩაგვრაზე საუბრობს. ის ყვება, რომ მისი ყოფილი კლასელები სცემდნენ, წიხლებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ. ეს ყველაფერი კი სკოლის პედაგოგების თვალწინ ხდებოდა. ოჯახმა დირექციას არაერთხელ მიმართა. მით უმეტეს, რომ ერთხელ ცემის გამო, თამარს მსუბუქი ტვინის შერყევაც ჰქონდა, თუმცა მოზარდის ჩაგვრას რეაგირება არ მოჰყოლია. სოფელ ზედა ეწერის სკოლის დირექტორი თამარის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს. […]

ფონდი ქართუ: ”გიორგი შენგელაიას დახმარება არ მოხსნია, ის კვლავ იღებს თვეში 3.000 ლარს, თუმცა ამ თანხის 5.000 ლარამდე გაზრდა სურს”

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რეჟისორს საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია და ის ყოველთვიურად ისევ იღებს 3.000 ლარს. “ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, […]

ნატო გელაშვილი: ,,მისი ხელი მეჭირა ხელში, ვხედავდი მარტო გიოს და ყველა მის მოძრაობას ვაკვირდებოდი” – ვიდეო

 „…ყველას აქვს ცხოვრებაში განსაცდელი, კი, პრობლემატურია, მაგრამ ვიცი, ამასაც მოვერევი. მთელი ცხოვრება ომში ვარ, არა ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად – ცხოვრებით, მარტო დარჩენით, დედ-მამა ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან… ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ გადავლახავ, ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ. ყველას ჰგონია იმიჯის ამბავი, მაგრამ მართლა დამჭირდა… ესეც დროებითია, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. სიმღერა, კონცერტები, […]

ბუბა კიკაბიძე: ,,მიშა რომ აქ იყოს, კარგი იქნებოდა”

ქართველი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე 19 ივნისს 80 წლის გახდა. ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ მასთან  ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის შემოქმედებასა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. -მინდა, მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა ის ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე […]

ბაბი: ,,არ მინდა, ჩემმა შვილმა ჩემს რთულ პერიოდებს უყუროს” – მუსიკოსი მძიმე სენს ებრძვის

ჯგუფ ,,ნიუტონის” წევრი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დიაგნოზით კლინიკაშია მოთავსებული. ის ძალიან ძლიერი ქალია, უკვე სამი წელის სიმსივნეს ებრძვის, არ ნებდება, განსაცდელს თვალებში უყურებს, ორი წლის წინ პიანინოს ხანგრძლივად დაკვრაში გინესის რეკორდიც კი დაამყარა, მაგრამ ახლა მას საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა ძალიან სჭირდება. მას 8 წლის გოგონა ჰყავს, მარტოხელა დედაა და ამ მძიმე […]

“გურამ რჩეულიშვილმა ვერტმფრენის თოკის კიბეზე აუშვა სამივე განწირული, ბოლოს თვითონაც ჩაავლო კიბეს ხელი, მაგრამ დამპალმა თოკმა ვერ გაუძლო და ისევ აბობოქრებულ ტალღებში ჩავარდა”

“მე არასდროს დავბერდები…” – თქვა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა და ეს წინასწარმეტყველება აუხდა კიდეც. ის ლაშქრავდა მთის მწვერვალებს, ტყეებს, ზღვის ტალღებს აპობდა, სიცოცხლეშივე ქმნიდა ლეგენდებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა საბედისწერო დღეს, 1960 წლის 23 აგვისტოს. ამ დღეს 26 წლის მწერალი ზღვაში დაიღუპა. “სარკის” 20 წლიან არქივში ინახება ინტერვიუ მწერალ ნუგზარ წერეთელთან, რომელიც გურამ რჩეულიშვილის უახლოესი მეგობარი […]

თამარ ბაბილუა ისევ საავადმყოფოშია და დახმარებას ითხოვს

ქართველი მუსიკოსი, ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე „ბაბი“ ისევ საავადმყოფოშია და საზოგდოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: მეგობრებო, ამჟამად საავადმყოფოში წევს კრიტიკული ანემიის დიაგნოზით, ასევე აღმოაჩნდა შაქარი,ფილტვების ანთება და მეტასტაზები აქვს მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებში .. უნიჭიერესი ჯგუფ “NIUTONE” ს სოლისტი და ერთი შვილის დედაა … მინიმალური დახმარებაც კი ამ შემთხვევაში […]