კატეგორია: საზოგადოება

ეკა ტიკარაძე: “რესპუბლიკურის ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა… როცა ნახეს, ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, გაირკვა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა”

ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის „ნიუპოსტს“ უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო კი გამოძახებაზე არ მივიდა. რის შემდეგაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი სახსრებით, ტაქსით მივიდა, თუმცა „ნამდვილი კოშმარი“ ამის შემდეგ დაიწყო. ტიკარაძე ეჭვობს, რომ გრიპის ვირუსის ფონზე კერძო კლინიკები, სახელმწიფოს მხარადჭერით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ და „ფულს აკეთებენ“. „ოთხი დღეა არ ვარ […]

ქართველი მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ელგუჯა ბერძენიშვილი მუშაობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “დეკორატიული პანო”(1967, ბიჭვინთა), “ნავები”(1955, მხატვრის კუთვნილება), “მეუღლის პორტრეტი”(1956, მხატვრის კუთვნილება), “აბესალომ და ეთერი”(1968, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი). ილუსტრაციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანისათვის “დიდოსტატის მარჯვენა”(1972, მხატვრის კუთვნილება), აფიშა უილიამ შექსპირის პიესისათვის “რიჩარდ III”(1957, თანაავტორებთან ერთად). იყო რამდენიმე […]

ნიკო ნადირაშვილი: “15 წლის ბავშვს ხელი დავავლე და სახლში ცოლად წამოვიყვანე”

ნადირაშვილების ოჯახმა ქართული ხალხური საკრავების ხელოვნება განავითარა, ახალ საფეხურზე აიყვანა და პოპულარიზაცია გაუწია მსოფლიოში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართული მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთმა პატრიარქმა, გიორგი ნადირაშვილმა, მეუღლე ევა ბიჩინაშვილთან ერთად თბილისის პიონერთა სასახლეში შექმნა პირველი ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი “საუნჯე”. მას შემდეგ მრავალი თაობა გამოზარდეს, ფოლკლორის ხელოვნებას აზიარეს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებგარეთაც. ცნობილი ტრიო “საუნჯე” […]

როგორ შევხვდეთ ბედობის დღეს

დღეს საქართველოში ბედობის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, საქართველოში ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში მიჩანდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს, მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, რომლის თანახმად, ბედობას ყოველთვის ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ. ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ […]

საქართველოში 2019 წელს პირველი ბავშვი 12.01-ზე დაიბადა – მას ეველინა დაარქვეს

2019 წელს, პირველი ბავშვი 12:01-ზე გაგუას კლინიკაში დაიბადა. გოგო 2.850 კილოგრამს იწონის.  ექიმების თქმით, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. ბავშვს ეველინა დაარქვეს. იმედინიუსი

ჯორჯ კობი – ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა – მისი საახალწლო სათამაშოები თბილისში ჩამოიტანეს

“ამე­რი­კა­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის – გი­ორ­გი ჯორჯ პა­პაშ­ვი­ლის სა­მე­ზობ­ლომ სა­ჩუქ­რად ჯორჯ კო­ბის ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც დღეს მი­ვი­ღეთ. ამ სა­თა­მა­შო­ე­ბით გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე – ჰე­ლე­ნი სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ. ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეს სა­თა­მა­შო­ე­ბიც – გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცე­მა სა­ჩუქ­რად”. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სუ­დან წე­რე­თე­ლი აქ­ვეყ­ნებს. ვი­ნა­ი­დან მსოფ­ლი­ო­ში სა­ა­ხალ­წო ნაძ­ვის ხის […]

რას აკეთებდნენ ბარაქისთვის და ბედნიერებისთვის ახალ წელს საქართველოში

საქართველოში ყველა ეპოქაში საახალწლო წეს-ჩვეულებები განახლებას, ბარაქას, სიკეთის დაბედებას უკავშირდებოდა და ყველა კუთხეს, რა თქმა უნდა, თავისი ტრადიციებიც ჰქონდა. მათგან ზოგი უცვლელად შემოგვრჩა, ზოგმა სახე იცვალა, ზოგიც კი საერთოდ გაქრა. მათ შესახებ ეთნოგრაფი გიორგი ჩინჩალაძე ,,სარკეს” უამბობს: – საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში აგვისტოში ზეიმობდნენ, VII საუკუნეში – სექტემბერში, IX […]

ილო ბეროშვილმა ოცნების გოგო იპოვა – შაგუ და ფარმაცევტი გოგო რეალურ ცხოვრებაში ერთად არიან

მსახობმა ილო ბეროშვილმა 29 დეკემბერს 37-ე დაბადების დღე საყვარელ ქალთან, მსახიობ ანი ბებიასთან ერთად აღნიშნა. ვიდეოში, რომელიც ბახვა ბრეგვაძემ გამოაქვეყნა, ჩანს, წყვილი ერთმანეთს რომ კოცნის. დიდი ხანია, საუბრობენ მსახიობების რომანზე. როცა ანი სერიალ ,,ჩემის ცოლის დაქალებში” გამოჩნდა (ილო ბეროშვილის პერსონაჟი, შავლეგ მადლიანი ანის გმირის, ფარმაცევტი გოგონას გულის მოგებას ცდილობს), ილო ბეროშვილმა ფეისბუქში დაწერა: „ჩემი ოცნების […]

“იძულებული გავხდი, შვილის საფლავი მიმეტოვებინა” – ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის ოცნებებს მისი ემიგრანტი დედა აასრულებს

წელიწადნახევრის წინ მთელი საქართველო შეძრა ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან სახლში მივიდა, დილით ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობდა, ადგილზე მისულ მეგობრებს კი გარდაცვლილი დახვდათ. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. 28 წლის სოფო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ოპერატორი გახლდათ. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი “პროფესიაც” ჰქონდა – კარგი მეგობარი […]

ლიანა ისაკაძე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სცენას აღარ დაუბრუნდა – როგორ ზრდიდა თავის ძმისშვილს ცნობილი მევიოლინე

ზაფხულის მიწურულს ბათუმსა და თბილისში, ტრადიციულად, საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართა. მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ 1982 წელს აფხაზეთში დაარსებული ფესტივალი დღემდე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს მუსიკალური ცხოვრებაში. ფესტივალს 1991-დან მოყოლებული 2009 წლამდე წყვეტა ჰქონდა და შემდეგ არსებობა უკვე თბილისსა და ბათუმში გააგრძელა. წელს ის მეათედ ჩატარდა. ქალბატონი ლიანა ისაკაძის საყვარელი ფესტივალი წელსაც საინტერესო მონაწილეებით დაკომპლექტა. წლევანდელ […]