ქალთა მოძრაობის ორგანიზაცია პარასკევს, 7 საათზე, კანცელარიის წინ 4 წლის ნინოს სამგლოვიარო აქციას მართავს. „ვიკრიბებით, რათა გამოვიგლოვოთ 4 წლის ნინო, რომელიც ოჯახში ძალადობას ემსხვერპლა. ნინოს სიკვდილზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რადგან ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ იცოდა, რომ მას სცემდნენ, უყვიროდნენ და ატირებდნენ სისტემატურად. ამას ადასტურებენ მეზობლები, რომლებიც იძახებდნენ პოლიციას და სოციალურ მუშაკებს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო უტიფრად ტყუის, […]
კატეგორია: საზოგადოება
,,4 წლის გოგონას დედა წლების წინ სხვა ბავშვზეც ძალადობდა” – გამოძიება მნიშვნელოვან დეტალებს მალავს?
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადებით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეში ბევრი კითხვაა და საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება სრული ინფორმაცია. პროკურორის მოთხოვნით, დღეს გარდაცვლილი ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. პროკურორის განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს საჯაროდ, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება. სასამართლომ ლელა ქსოვრელს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. […]
ინგა გრიგოლია: ,,ხვალ საღამოს თბილისში იქნება ჩემი ბრჭყვიალა მეგობარი” – ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს ქაშუეთიდან გამოასვენებენ
ტელეკომპანია ,,პირველი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთში გარდაცვლილ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ, 25 იანვარს ჩამოასვენებენ. ,,ლევან ჩხაიძეს (ჯაკოს) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს, 25 იანვარს, 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქუჩა #6. გამოსვენება კვირას, 27 იანვარს ქაშვეთის ეკლესიიდან 15:00 საათზე”, – წერია განცხადებაში. ,,ხვალ, პარასკევს, 25 იანვარს ჩვენი ჯაკო უკვე თბილიში იქნება. მინდა, ძალიან […]
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის სასამართლო პროცესი დაიხურა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მიმართა. მისი განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს საჯაროდ, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება.პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა. დაკავებულის ადვოკატი ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ […]
,,ნაცემიც აღარ ერქვა, ეს იყო წამება! ბავშვი გაოგნებული, მობუზული იჯდა, აღარაფერი რომ არ ადარდებს, ისე გამოიყურებოდა”
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გუშინ დააკავეს ბავშვის დედა, რომელსაც გამოძიება შემაკევებელი ორდერის დარღვევას ედავება. მეზობლების თქმით კი, ის შვილს ხშირად სცემდა და გარდაცვალების მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა. ბლოგერი ნინა ილურიძის თქმით, 6 იანვარს იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა სასტიკად ნაცემი პატარა გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ექიმებმა შეიყვანეს. 22 იანვარს […]
,,სიკვდილის აღარ მეშინია, პირველი, ვინც იქ დამხვდება, შენ იქნები” – ინგა გრიგოლია
„ყველაზე ძალიან მიყვარდი ამ სამყაროში! ყველა მეგობარზე მეტად! სიკვდილის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი, პირველი, ვინც იქ დამხვდება, შენ იქნები“, – წერს ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნში, რომელიც ტელეკომპანია ,,პირველშია” გახსნილი. მეგობრები და კოლეგები ლევან ჩხაიძეს გლოვობენ, რომელიც გუშინ, ბუდაპეშტის სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს.
,,მაპატიე, ლევან” – ხატია ქვათაძე მეგობარს გამოემშვიდობა
დღეს გარდაცვლილ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს მეგობრები ეთხოვებიან. ,,იმედის” წამყვანი ხატია ქვათაძე ლევანთან ერთად ,,მაესტროში” მუშაობდა, მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. ხატიამ დღევანდელი პირდაპირი ეთერი ემოციურად დაიწყო: -ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭი ან ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. ის ჩვენი, ყველასი ძალიან კეთილი […]
“ხვდები ეხლა, რა დააშავე? – ქალი გოგონას სასტიკად ცემს – ვიდეო
,,აივსო სოციალური ქსელი ერთღიანი მწუხარებით” – რას წერს მამა დავითი ოქრუაშვილი
მამა დავით ოქრუაშვილი იმ ტრაგედიებს ეხმაურება, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დატრიალდა. მოძღვარი წერს: ,,ღორის გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი! ტრაგედია ფონიჭალაში, დიღომში! გორში სასტიკად ნაწამები და მოკლული ბავშვი! ტრაგედია ხადაში! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ყოველდღე ისეთი საშინელება ხდება, გასული დღის ტრაგედიას გავიწყებს… აი, სადამდე მივედით! უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ყვავის ყველგან! არა სწავლა, არა განათლება, არა რწმენა, მხოლოდ […]
,,ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი” – ნინო ხაჟომია
ტელეწამყვან აკაკი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ფეისბუქით აზიარებს ორი წლის წინ, საჯაროდ მოყოლილ საოცრად ემოციურ ამბავს. ჟურნალისტი ყვება: „ჩემი ბიოლოგიური მონაცემებით, წესით, უშვილო უნდა ვყოფილიყავი. რომ არა განვითარებული მედიცინა, შვილი არასდროს მეყოლებოდა. საბა, რომელიც 13 წლისაა ახლა, არის ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი. სულ იმას ვამბობდი, რომ […]









