21 ივლისს მედიასაშუალებებში ხადას ხეობაში გარდაცვლილი სმიტების ოჯახის წევრების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტები გავრცელდა. კვლევა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, ლორა სმიტის სხეულში აღმოჩენილია მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დნმ, რაც სექსუალურ კავშირზე, სავარაუდოდ, გაუპატიურებაზე მიანიშნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან და ქეილებ სმიტების მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილია 4 წლის ქეილების გენეტიკური პროფილი. დასკვნის მიხედვით, […]
კატეგორია: სამართალი
მალხაზ კობაურის დაცვაზე ადვოკატმა უარი თქვა – ,,ეს საქმე ჩემ გარეშე უნდა გაგრძელდეს”
ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ადვოკატმა ,,პირველ არხს” განუცხადა. სავარაუდოდ, ადვოკატმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიით გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული. -საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება. […]
ვინ მიიყვანა ჯარისკაცი სერგო ჯიმშერაშვილი სიკვდილის პირას და რამ შეაშინა ლევან იზორია – რა მოხდა 25 მაისს ნორიოში
თავდაცვის სამინისტრო დიდ სკანდალში ეხვევა – მინისტრ ლევან იზორიას საარტილერიო ბრიგადის სამხედროზე თავდასხმის საქმის მიჩქმალვაში ადანაშაულებენ. 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილი სიკვდილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ებრძვის. საარტილერიო ბრიგადის რიგითი უკვე ორი თვეა, კომაშია. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა რიგითმა 25 მაისს ნორიოში მისივე სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებთან ჩხუბის დროს მიიღო. მომაკვდავი რიგითი იმავე დღეს რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და საქმის […]
ნამგალაური – სექსუალური მანიაკის ბუნდოვანი საქმე, რომელსაც დღემდე გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს
თამაზ ნამგალაური – ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ. თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. თამაზ ნამგალაურს საკუთარო ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს სწორედ იმ დღეს, […]
,,მახო ცხვარსაც კი ვერ დაკლავდა, ამბობდა, არ შემიძლიაო” – ავთო ქენქაძე
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 3 წელი წყემსად მუშაობდა ავთო ქენქაძესთან, რომელმაც იმ ტრაგიკულ დღეზე ,,კურიერთან” ისაუბრა: -მეცხვარეები დილით წავიდნენ მთაში, მალხაზი ბინაში დატოვეს, რადგან ცხვრები დაკარგული ყოფილა და უნდა მოეძებნა. ეს წავიდა საძებნელად და მერე შეხვდნენ ტურისტები, მაგრამ სად და როგორ, ეგ არ ვიცი. მწყებსები რომ მოვიდნენ საღამოს, მახო ბინაში დახვდათ. ძალიან ჩვეულებრივად […]
ლიახვს ცხედრები ჩამოაქვს
შახტაში დაღუპულებიდან ყველაზე უმცროსი 30 წლისაა – ტყიბულში ისევ უბედურება ტრიალებს
ტყიბულში ისევ ტრაგედია დატრიალდა. შახტში გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. “გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა […]
რა წერილი გამოუგზავნეს რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს
მარნეულელებმა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს. 12 ივლისს მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს. მარნეულელები რაიან და ლორა სმიტებს თბილ, გულისხმიერ და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მარნეულში ცხოვრების პერიოდში ისინი ყველას ეხმარებოდნენ. სმიტების […]
შს მინისტრმა დაადასტურა, რომ კოკა კობალაძე პოლიციელებმა სცემეს
შსს-ს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დაადასტურა პოლიციელების მისვლის ფაქტი პოეტ კოკა კობალაძის სახლში, რის გამოც ორ პოლიციელს, ასევე მათ უშუალო უფროსს და გლდანი ნაძალადევის სამსახურის უფროსს სამსახურიდან დაითხოვენ. საქმის მასალებს კი მთავარ პროკურატურას გაუგზვანიან. -გუშინ, გუშინწინ გენერალური ინსპექსიის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2 თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის […]
,,სამჯერ დაუსვეს კისერზე გადატეხილი ბოთლი, დაჭრილს კი ჯოხი ურტყეს” – რას ყვება ,,სარკესთან” ილია უგრეხელიძის ძმა
რამდენიმე დღის წინ თბილისში, ნაფეტვრების აუზზე 21 წლის ილია უგრეხელიძეს ნაფეტვრების აუზზე თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ილია ძმა გიორგი უგრეხელიძე ,,სარკესთან” ყვება: -აუზზე უცებ შემვარდა 10-მდე მამაკაცი, რომლებმაც ჩემ ძმას დაუწყეს ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. სამჯერ დაუსვეს კისერზე გადატეხილი ბოთლი, ასევე რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში. შემდეგ კი დაჭრილ მდგომარეობაში მყოფს, როგორც […]










