თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების […]
კატეგორია: სამართალი
,,რძალმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო მცემა” – პოლიცია ძალადობის ფაქტს იძიებს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო ოჯახში ძალადობი ფაქტს იძიებს. სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამტკიცებს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს. -ჩემმა რძალმა თავიდანვე იცოდა, რომ ხმას „ნაციონალებს“ არ მივცემდი. 40 ლარი მომიტანა და მითხრა, ეს ელმირამ (ელმირა ბეციაშვილი- ვეჯინის ამბულატორიის ექიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) გამომატანა, აიღე და მაგათ დაუჭირე მხარიო, […]
გარდაბანში პედაგოგი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს
გარდაბანში 75 წლამდე მასწავლებელი მე-11 კლასელი გოგოს სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც ,,პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება იძულების მუხლით, კერძოდ, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება […]
თბილისში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ამბობენ, რომ მამინაცვალს შემოაკვდა
,,ნიუპოსტისთვის” უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში 9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც, მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით სახლში გაზი გაუშვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამსახურმა […]
50 წლის კაცმა მოზარდ გოგონას სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა – ,,ეუბნებოდა, ვერავინ გაიგებს, რაღაცებს გიყიდიო” – ვიდეო
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ კაცი გოგოს აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს. ადგილობრივები ყვებიან, რომ კაცი საღამოს საათებში, მოზარდს მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, კაცმა გოგოს ხელი გადაჰხვია, სქესობრივი ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო, უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგომ ამის […]
,,ვყვიროდი, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ ცოცხალი აღარ იყო”
ძალიან ძნელია იმ ტრაგედიის დავიწყება, რაც 25 ოქტომბერს გორში დატრიალდა. 8 წლის ბავშვი, რომელიც ცეკვაზე მიდიოდა, მკვლელის ხელში აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელსაც ბავშვის მკვლელობაში ედება ბრალი. პატარა ნანიკო სიცოცხლით სავსე გოგონა იყო. საუკეთესო მოსწავლე იყო, ლამაზ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ… მას ,,კვირის პალიტრასთან” მეზობელი ასე იხსენებს: – ნანიკო ძალიან საყვარელი […]
,,ერთადერთი ძმისშვილი მომიკლეს, დაგვაქციეს თავიანთი ჯიბისთვის” – ქედაში კარიერზე აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა
-დაგვაქციეს მაგ ოხრებმა, თავიანთი ჯიბის გულისთვის, გამდიდრების გულისთვის ერთადერთი ანგელოზივით ძმისშვილი მომიკლეს. კარიერმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, უნდა მოისპონ, – აცხადებს ქედაში გარდაცვლილის მამიდა დარიკო გორგილაძე. ქედაში კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. შსს-მ ამ საქმეზე 3 თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძების წინასწარი ინფორმაციით, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები ქედის რაიონის სოფელ […]
,,ნებიერიძის ტელეფონში, მოკლული ბავშვის გარდა, სხვა გოგონების ფოტოები აღმოჩნდა”
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის საღამოსვე დააკავეს. ბრალდებული იმავე უბანში მდებარე სახლში სხვა მუშებთან ერთად სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სამძებრო სამუშაოებში კინოლოგები ჩაერთვნენ და გარდაცვლილი გოგონას კვალზე სამართალდამცველები ძაღლებმა გაიყვანეს. გოგონას ცხედარი სამართალდამცველებმა მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პარკი […]
ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული წლების წინ სასტიკად სცემეს, მისი საქმე ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია. წლების წინ ის სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოხსენიებული. დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის […]
,,გოგონა სარდაფში წამებით მოკლა” – 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეა
8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა. ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგონა […]








