ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გამოსაკითხთა სიაში მე რომ ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს კითხავენ. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიის გამო, ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. „მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, […]
კატეგორია: სამართალი
ეკა ჩხეიძე: ”სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ის კაცი ხომ არ დაიცდის?” – მსახიობი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს
მსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მსახიობმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება. როგორც ჩხეიძე ამბობს, სამაჯური, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულს დაუმაგრონ, არ არსებობს. „დასაჭერად მეცოდება ადამიანი და გამოსავალი მინდა, რომ თავი დაცულად […]
”ცოლად გამომყევი, თორემ თავს მოვიკლავ” – ვინ გაისროლა მსახიობ ეკა ჩხეიძის სახლთან
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა. […]
18 წლის ბიჭი წყალტუბოში კორპუსიდან გადახტა, ქუთაისში დედამისმა იგივე გააკეთა
წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ნაცნობებს ეჭვი აქვთ, რომ ის ინტერნეტ თამაშ ,,ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. ბიჭის დედა უცხოეთიდან 30 სექტემბერს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა. პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო […]
სამეგრელოში გოგა წურწუმიამ ძმა, რობერტი, შვილის საფლავზე მოკლა – ”ამბობენ, გარდაცვლილზე რაღაც უთხრა ძმამო”
27 სექტემბერს ზუგდიდში, ძმებ წურწუმიებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 1983 წელს დაბადებულმა გიორგი (გოგა) წურწუმიამ საკუთარი ძმა, რობერტი დანით მოკლა, ამის შემდეგ ტრაგედიის ადგილი დატოვა და სოფელ ჯუმში, თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა. მანქანა სახლის ეზოში დააყენა, თვითონ ქუჩაში გავიდა, სადაც სამართალდამცავებმა ოპერატიულად დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, მოუყვა თუ არა სახლში დაბრუნებულმა გოგამ მეუღლეს და ოჯახის […]
“შიშველსაც მიღებდნენ ფოტოებსაც და ვიდეოსაც, დედა ზოგჯერ ესწრებოდა” – ახალი დეტალები ბავშვების პორნოგრაფიის საქმეში
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გადაცემა „ახალი კვირა“ ახალ დეტალებს ასაჯაროებს – როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მოზარდი ამბობს, ფოტოსესიებზე მთლიანად შიშველსაც იღებდნენ, პროცესს კი ხშირად დედაც ესწრებოდა. ამასთან, ბავშვს აფრთხილებდნენ, რომ ამის შესახებ არც მამასთან და არც სხვა ახლობლებთან ესაუბრა. დედას მოზარდი შვილი სოფლიდან თბილისში, დიდუბეში ჩამოჰყავდა, შემდეგ კი დიდუბის ავტოსადგურიდან ბავშვისთვის უცნობ მამაკაცს ისინი ფოტოსესიაზე მიჰყავდა. ის ფოტოსესიაზე სხვა […]
ბავშვებს ფოტოებზე გენიტალიები უჩანთ – კაცი შავჩარჩოიანი სათვალით ბავშვთა პორნოგრაფიის ავტორია?
მეორე დღეა, საქართველო ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეს ადევნებს თვალს, რომელშიც მშობლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ბრალდებულნი. 14 წლის გოგო, რომელსაც აშშ-ის მოქალაქე, სავარაუდოდ, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა და შემდეგ ინტერნეტქსელში ავრცელებდა, 20 სექტემბერს სკოლაში არ მისულა. გოგოს დედა ორი დღის წინ პოლიციამ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, საკუთარი სახლში, გორის […]
თერჯოლაში დედამ შვილი ხეზე ჩამომხრჩვალი ნახა
დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს – ,,გიჟები დადიან ქალაქში, მიეპარა და დანა დაარტყა… ბევრი სისხლი დაკარგა”
თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი ახალგაზრდა დალი ჩიტალაძის შვილი, ვახო სუთიძეა. როგორც დაჭრილის დედა ყვება, ვახოს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. მას ამჯერად ოპერაცია უტარდება. -გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი […]
,,ღამის პერანგში ჩაცმულმა გაუღო კარი, მკვლელს იცნობდა” – თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა. -დილით 10 საათზე დავურეკე და ტელეფონი არ აიღო. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი იყო გასული და მისი მკვლელობის ამბავი გავიგე. როგორც ვიცი, სახლში მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული – მაკლერად მუშაობს. როდესაც მე ვურეკავდი და არ მიპასუხა, სავარაუდოდ, […]











