“შიშ­ველ­საც მი­ღებ­დნენ ფო­ტო­ებ­საც და ვი­დე­ო­საც, დედა ზოგჯერ ესწრებოდა” – ახალი დეტალები ბავშვების პორნოგრაფიის საქმეში

"შიშ­ველ­საც მი­ღებ­დნენ ფო­ტო­ებ­საც და ვი­დე­ო­საც, დედა ზოგჯერ ესწრებოდა" - ახალი დეტალები ბავშვების პორნოგრაფიის საქმეშიბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის საქ­მე­ზე გა­და­ცე­მა „ახა­ლი კვი­რა“ ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს – რო­გორც ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დი ამ­ბობს, ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე მთლი­ა­ნად შიშ­ველ­საც იღებ­დნენ, პრო­ცესს კი ხში­რად დე­დაც ეს­წრე­ბო­და. ამას­თან, ბავ­შვს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ამის შე­სა­ხებ არც მა­მას­თან და არც სხვა ახ­ლობ­ლებ­თან ესა­უბ­რა.

დე­დას მო­ზარ­დი შვი­ლი სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში, დი­დუ­ბე­ში ჩა­მოჰ­ყავ­და, შემ­დეგ კი დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ბავ­შვის­თვის უც­ნობ მა­მა­კაცს ისი­ნი ფო­ტო­სე­სი­ა­ზე მიჰ­ყავ­და. ის ფო­ტო­სე­სი­ა­ზე სხვა არას­რულ­წლოვ­ნებ­საც ხვდე­ბო­და, ბევ­რი – მისი თა­ნა­ტო­ლი და მე­გო­ბა­რიც იყო. ფო­ტო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ დედა თან­ხას იღებ­და.

ბავ­შვის ბე­ბია ამ­ბობს, რომ მან მხო­ლოდ გო­გო­ნას ის ფო­ტო­ე­ბი ნახა, სა­დაც ლა­მაზ კა­ბა­ში პო­ზი­რებს. რძალ­მა მას აუხ­სნა, რომ გო­გო­ნას ფო­ტო­ებს უცხო­უ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვი­სა და ქუ­ჩის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის­თვის იღებ­დნენ. ბე­ბი­ამ რამ­დე­ნი­მე ფოტო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა, თუმ­ცა რძალ­მა ის სას­წრა­ფოდ წა­აშ­ლე­ვი­ნა. მისი თქმით, შვი­ლიშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8-9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

„ფო­ტო­ებს კა­ბებ­ში მი­ღებ­დნენ, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შიც და მერე ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ტან­საც­მლის გა­რე­შეც და­ი­წყეს. შიშ­ველ­საც მი­ღებ­დნენ ფო­ტო­ებ­საც და ვი­დე­ო­საც. დე­და­ჩე­მი ზოგ­ჯერ ამ გა­და­ღე­ბას ეს­წრე­ბო­და, მამა – არას­დროს დას­წრე­ბია ჩემს ფო­ტო­სე­სი­ას. მაფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ ეს არა­ვის­თვის მეთ­ქვა, დე­დაც მაფრ­თხი­ლებ­და. ში­შით არ მე­ში­ნო­და, იმი­ტომ რომ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო,“ – გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნამ „ახალ კვი­რას­თან“.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა საქ­მე­ზე 10 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი გა­მო­ავ­ლი­ნეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და შე­საძ­ლოა, დამ­ნა­შა­ვე­თა და მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი 8-დან 14 წლამ­დე გო­გო­ნე­ბი არი­ან, მათი ფო­ტო­ე­ბი შსს-მ ოპე­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლის სა­ხით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხე­ე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ იყო, მო­ზარ­დე­ბის ნა­წი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა ამო­იც­ნეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ამის გამო სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი შე­წყვი­ტა.

ერთ-ერთი გო­გო­ნას ბე­ბია ამ­ბობს, რომ დე­დის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ბავ­შვი სო­ფელ­ში ვე­ღარ გა­ჩერ­და. მისი რძა­ლი კი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს, ორ­სუ­ლად არის და დი­ა­ბე­ტიც აქვს.

„რო­გორ უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კო ბავ­შვს, არც ეგ არ ვიცი… 14 წლის ბავ­შვს ფსი­ქო­ლო­გი სჭირ­დე­ბა, მე რო­გორ უნდა და­ვამ­შვი­დო, მე თვი­თონ უკვე და­სამ­შვი­დე­ბე­ლი ვარ. ეგ ქა­ლიც (რძა­ლი) შაქ­რი­ა­ნია, წნე­ვი­ა­ნია, თან ფეხ­მძი­მედ არის, ხომ მოკ­ვდე­ბა ის უბე­დუ­რი…“

შსს-მ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის სქე­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა შო­რის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი ქალი აგ­ვის­ტო­ში ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. „ახა­ლი კვი­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ის ეხ­მა­რე­ბო­და ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გოგს ბავ­შვე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და მან ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ძმიშ­ვი­ლიც ჩარ­თო.

ამბები